წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველოდებით - გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი
წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული მილიონის ემისიას ველოდებით, - აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი. მისი თქმით, შედეგად 2025 წელს ემისიების მოცულობა მლრდ ლარს მიუახლოვდება, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.
„ზოგადად, ემისიები არის ძალიან ტრანზაქციული პროცესი, არ არის ესეთი ზუსტი და წინასწარ გაწერილი. ყოველთვის არის გზაზე გარკვეული შეფერხებები და ეს პროცესის ნაწილია ბუნებრივი და თვითონ ეს მახასიათებელია ამ ბაზრის. მაგრამ კარგი ფაქტორები, რაც გვაქვს და რისთვისაც ჩვენს რეგულატორს, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის მადლობა და ასევე „აწარმოე საქართველოშის“, რომ ის ძირითადი გადაწყვეტილების მიღებიდან დაწყებული და პროცესით დამთავრებული - ის ძირითადი შეფერხებები, რომლებიც ჩნდება ხოლმე, ძალიან პროაქტიურად და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე და ეს იწვევს იმ ეფექტურობას, რომელიც ქართულ კაპიტალის ბაზრებს დღესდღეობით ახასიათებს, განსაკუთრებით სასესხო კაპიტალის ბაზარს ვგულისხმობ“, - ამბობს გიორგი კუპრაშვილი.
მისივე თქმით, გალტ & თაგარტი მუდმივად მუშაობთ ინოვაციების მიმართულებით და თავისი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით გალტ & თაგარტი ერთ-ერთი ლიდერია.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.