მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წლის ბოლოს 1 დოლარი დაახლოებით 2.73 ლარი ეღირება - TBC Capital-ის პროგნოზი

news image
mbc image

 

თიბისი კაპიტალმა ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 1 დოლარის საორიენტაციო ნიშნული 2.73 ლარია. 

თიბისი კაპიტალში განმარტავენ, რომ უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება  ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. 

„ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რასაც წმინდა სავალუტო შემოდინებები და სებ-ის სავალუტო ინტერვენციები აბალანსებდა. ამდენად, ამ მხრივ გაუფასურების დამატებითი ზეწოლა აღარ იკვეთება, თუმცა ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არც ვალუტის მკვეთრ მიწოდებაზეა საუბარი. არადა, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაგროვილი სავალუტო ბუფერი მართალია არც სებ-ის საერთაშორისო რეზერვების ტოლფასია, მაგრამ არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და, შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის არსებითად განმსაზღვრელი ფაქტორია. 

ამ ფონზე, რა შეიძლება ითქვას პროგნოზების კუთხით? ჩვენი, ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდიდან მოყოლებული საბაზო სცენარი, რომელიც წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის დაახლოებით 2.8 კურსს ითვალისწინებს, მცირედით მაგრამ მაინც შეიცვალა და ამჯერად საორიენტაციო ნიშნული უფრო სადღეისო, დაახლოებით 2.73-ით განისაზღვრება. ამასთან, ლოგიკური კითხვაა, თუ დაგროვილი სავალუტო ბუფერები მასშტაბურია და ასევე, თიბისის ოპერატიულ ინფორმაციასა და ოქტომბრის სავაჭრო ბალანზე დაყრდნობით, წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ ძლიერია, რატომ არ არის განახლებულ საბაზო სცენარში ლარის დამატებით მნიშვნელოვანი გამყარება? ვფიქრობთ, რომ ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი არსებობს. პირველი, დაგროვილი ვალუტის ბაზარზე მიწოდება ჯერ კიდევ არ ფიქსირდება. მეორე, მიწოდების შემთხვევაშიც, სებ-ის სავალუტო რეზერვების შევსება უფრო მეტად ალბათურია, ვიდრე ლარის მნიშვნელოვანი გამყარება. თავის მხრივ, ეს დაშვება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება. ოქტომბრის წლიური ინფლაცია მხოლოდ 0.3 პროცენტს შეადგენს და, ლარის მნიშვნელოვანი გამყარების შემთხვევაში, დეფლაცია სულ მცირე არაა გამორიცხული, რაც, მაღალი ინფლაციის მსგავსად, პოზიტიურ განვითარებად არ აღიქმება. ასევე, ჩვენი შეფასებით, სხვადასხვა მიდგომის გამოყენებით, სადღეისოდ ლარი მის, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა და, შესაბამისად, დამატებით გამყარების არგუმენტები ამ მხრივაც არ არის. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ ვალუტის საკმაო ოდენობით გაყიდვის შემდეგ, საერთაშორისო რეზერვების შევსებაც საკმაოდ წონადი არგუმენტია. რაც შეეხება ლარის სეზონურობას, ჩვენი შეფასებით, ბოლო წლებში სეზონური თავისებურება ნაკლებადაა გამოკვეთილი, რაც ბაზრის მონაწილეთა უფრო მეტი გათვითცნობიერებულობის და, შედეგად, ლარის ყიდვა-გაყიდვის კუთხით შესაბამისი ქცევით არის გამოწვეული. ამასთან, თავისთავად, როდესაც მხოლოდ აშშ დოლართან გაცვლით კურსზე ვსაუბრობთ, არსებითია დოლარის სხვა ვალუტებთან გაცვლითი კურსის დინამიკაც. ამ მხრივ, საშუალოვადიან პერსპექტივაში დოლარის შედარებით დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია, თუმცა, ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში საწინააღმდეგო არგუმენტები უფრო გამოიკვეთა და, მეორე მხრივ, უფრო ახლო პერსპექტივაში დოლარის დასუსტება ნაკლებალბათურია“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა