მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

წლიური მონაცემების მიხედვით, საბანკო სექტორში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები ფიქსირდება - ალექსანდრე ძნელაძე

news image
mbc image

საქართველოში საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთადერთ დამფინანსებლად რჩება, -  განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მისი თქმით,  ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტების წილი ეკონომიკის დაფინანსებაში იმდენად მცირეა, რომ ისინი რეალურ ალტერნატივად ვერ განიხილება, ხოლო საბანკო სექტორი დაფინანსების პროცესს სტაბილურად აგრძელებს და ამ მიმართულებით პრობლემა არ იკვეთება.
„საბანკო სექტორის შეფასებას იმ ძირითადი ფაქტორებით დავიწყებ, რომლებზეც, როგორც წესი, ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს - ეს არის ზრდის ტემპი და მომგებიანობა. ორივე მიმართულებით, წლიური მონაცემების მიხედვით, სექტორში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები ფიქსირდება. ასევე მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მდგრადია სექტორი გამოწვევების მიმართ. ამ თვალსაზრისით, 2020 წლიდან მოყოლებული რეგიონში არაერთი სირთულე წარმოიქმნა, თუმცა საბანკო სექტორი მათზე არა მხოლოდ პოსტფაქტუმ რეაგირებდა, არამედ პროაქტიულად საუბრობდა მოსალოდნელ საფრთხეებზე და მუდმივ მზაობას გამოხატავდა. დღეის მდგომარეობით, კაპიტალიზაციისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები იმდენად სტაბილურად მაღალია, რომ ამ კუთხით რისკფაქტორებს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ზრდის ტემპს, როგორც ალექსანდრე ძნელაძე ამბობს,  ეროვნული ბანკი ფრთხილად აკვირდება არსებულ მდგომარეობასა და ინფლაციურ პროცესებს. 
„მოგების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც ქვეყანაში რეინვესტირების შესაძლებლობას იძლევა. ამ თვალსაზრისით, ცალსახად პოზიტიურ ნიშნულებზე ვართ“, - განაცხადა ძნელაძემ.
ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეკონომიკის დაფინანსების მიმართულებით ძირითად გამოწვევებად რჩება დაბალი განჭვრეტადობა, მაღალი ინფლაცია და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი.
„2026 წელს კვლავ აქტუალურია განჭვრეტადობის პრობლემა, რადგან რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები მყისიერი ხასიათისაა. მართალია, საბანკო სექტორი მსგავს პროცესებზე რეაგირებას ყოველთვის დროულად ახერხებს, თუმცა მომავლის ზუსტი პროგნოზირება მაინც დიდ სირთულეს უკავშირდება
მეორე საკითხია ქვეყნის შიგნით ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და მოლოდინები; უკანასკნელ პერიოდში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვნად აისახა ფასებზე ნავთობპროდუქტების ღირებულების ცვალებადობა. ასევე, გამოწვევად რჩება დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც ქვეყნის მასშტაბით კვლავ მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ლარის სტაბილურობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიმდინარე პროცესებში, მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში. ბოლო თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 10%-ია, ხოლო წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 7.5%-ს შეადგენს. ამ თვალსაზრისით, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც გამორჩეული შედეგები გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არსებული გამოწვევები კვლავ დღის წესრიგში რჩება როგორც ეკონომიკისთვის, ისე საბანკო სექტორისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა