მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტურიზმის რეფორმის განხორციელებით ქვეყანა 2023-2033 წლებში ჯამურად 4.3 მლრდ ლარის სარგებელს მიიღებს

news image
mbc image

„ტურიზმის შესახებ“  კანონპროექტის  ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა დღეს „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“.

პრეზენტაცია კერძო-საჯარო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და მისი გრანტიორი ორგანიზაციის, PMO კონსალტინგის მიერ მომზადებული პრეზენტაცია  მოიცავს ინფორმაციას საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში ტურიზმის რეფორმის წვლილის თაობაზე.

პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის მიზანია შეაფასოს მარეგულირებელ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებების გავლენა ტურიზმის სექტორსა და ზოგადად ეკონომიკაზე და ასევე განსაზღვროს კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენა სხვადასხვა სფეროზე.

ანგარიშის თანახმად, ტურიზმის რეფორმის განხორციელების მოსალოდნელი შედეგების შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ კანონპროექტის გავლენა დადებითი იქნება და მათი წმინდა სარგებლის მიმდინარე ღირებულება 2023-2033 წლებში ჯამურად 4.3 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც ფინანსურ ხარჯსა და სარგებელთან ერთად მოიცავს ისეთ არამონეტარულ გავლენებს, როგორიცაა კადრების დატვირთულობის ზრდა, მომხმარებელთა სერვისების ხარისხისა და მათი უფლებების დაცვის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება.  

„კომიტეტი აქტიურად მუშაობდა „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც მთლიანად ცვლის ახლა მოქმედ, 1997 წელს მიღებულ კანონს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ და სრულიად ახლებურად განსაზღვრავს დარგში მოქმედი სუბიექტების, სერვისებისა და სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებებს. კანონპროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზმა ცხადყო,  რომ  ეფექტური მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა განსაზღვრავს კონკურენტუნარიან გარემოს ტურიზმის ბაზარზე, მოიტანს დადებით ფინანსურ შედეგებს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ ახალ კანონზე მუშაობის დროს ორმხრივი კომუნიკაცია და დიალოგი ხელს შეუწყობს ოპტიმალური და მოქნილი საზედამხედველო მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავებას, რაც უზრუნველყოფს ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანიების კანონპროექტის მოთხოვნებთან ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ ადაპტირებას“,  - განაცხადა  პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა