მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვაჭრობის და თავდაცვის შოკები ევროზონის ინფლაციას გაძლიერების რისკის ქვეშ აყენებენ - ECB-ის პრეზიდენტი

news image
mbc image

ECB-ის პრეზიდენტის ქრისტინ ლაგარდის განცხადებით, ვაჭრობის და თავდაცვის შოკები ევროზონის ინფლაციას გაძლიერების რისკის ქვეშ აყენებენ, - აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს. 

ლაგარდი ხაზს უსვამს ECB-ის მიერ 2%-იანი ინფლაციის სამიზნე შენარჩუნებას
სავაჭრო ფრაგმენტაციამ და თავდაცვის ხარჯებმა შეიძლება შეაფერხოს ფასების სტაბილურობა

ევროზონის ეკონომიკა ვაჭრობის, თავდაცვისა და კლიმატის საკითხების გამო, განსაკუთრებული შოკების წინაშე დგას, რაც ზრდის ინფლაციის რისკს, - განაცხადა ECB-ის პრეზიდენტმა ქრისტინ ლაგარდმა. ლაგარდი ხაზს უსვამს ECB-ის მიერ 2%-იანი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის შენარჩუნებას. 

ECB-მ ივნისის შემდეგ ექვსჯერ შეამცირა საპროცენტო განაკვეთები, მაგრამ გასულ კვირას არ მიაწოდა ბაზარს მკაფიო სიგნალი სამომავლო გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც ჩნდება გაურკვევლობა, რაც თვის მხრივ მომდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დამყარებული საერთაშორისო თანამშრომლობით.

„ჩვენი მოლოდინები მართლაც გაქრა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში“, - თქვა ლაგარდმა გამოსვლაში. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც წარმოუდგენელი იყო რამდენიმე თვის წინ.

ვაჭრობის ფრაგმენტაცია, სავარაუდოდ, გამოიწვევს ფასების უფრო დიდ, დამაბრკოლებელ ცვლილებებს და, პრინციპში, შესაძლოა, გამოიწვიოს უფრო მაღალი ინფლაციაც. თუმცა მისი შეფასებით, ანალოგიურად არსებობს რისკი, რომ მსგავსი ტიპის  შოკები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და აქრობენ ფასების ზეწოლას. 
ECB-სთვის მთავარი საკითხია ის, რომ ინფლაცია არაპროპორციულად უფრო მძაფრად რეაგირებს დიდ შოკებზე, ვიდრე მცირეზე, და ასეთმა დიდმა შოკებმა შეიძლება ინფლაცია უფრო ხანგრძლივი გახადოს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა