ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი ერთ თვეში ₾483.9 მილიონით გაიზარდა
2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 51,725.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2%-ით ზრდაა 2023 წლის ოქტომბრის, ხოლო 17%-ით 2022 წლის ნოემბერთან შედარებით.
2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობა 50,699.2 მლნ ლარია, საიდანაც 3,877.7 მლნ მოკლევადიანი სესხია, ხოლო 46,821.5 მლნ გრძელვადიანი სესხი.
ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი 491.2 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 199.4 მლნ მოკლევადიანი სესხებია, ხოლო 291.8 გრძელვადიანი. 2023 წლის ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელმა 483.9 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად ზრდა 1,5%-ია.
ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე დარიცხული და მისაღები პროცენტების საერთო მოცულობა 535.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული.
სებ-ი ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 50,659.4 მლნ ლარი იყო, ხოლო 2022 წლის ნოემბერში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 44,108.9 მლნ ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.