მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7248.6
-0.0068
flag
AZN 1.5702
-0.0009
flag
CNY 39.444
0.0054
flag
EUR 3.1079
0.0076
flag
GBP 3.5803
0.0041
flag
KZT 54.79
-0.0038
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6693
-0.0015
news banner

ვალის აღება არ არის ცუდი თუ კი ის ხმარდება განვითარებას - გიორგი კაკაურიძე საგარეო ვალის შემცირების გეგმებზე

news image
mbc image

ვალის აღება არ არის ცუდი თუ კი ის ხმარდება განვითარებას, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. კაკაურიძის განმარტებით, მხოლოდ გადასახადების დაფინანსების შემთხვევაში სწრაფად ვერ მივაღწევთ იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და იმ აუცილებელ განვითარებას, რაც ქვეყანას სჭირდება.

„ჩვენ ვალის მაჩვენებელი ყოველთვის მდგრადი გვქონდა, იყო 40%-ზე დაბლა. ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ციფრებში საკმაოდ დიდი ვალი აქვთ, მაგრამ აქვთ იმხელა ეკონომიკა, რომ ამ ვალის მომსახურება შეუძლიათ. მთავარია, რომ ის მშპ-სთან მიმართებაში უსაფრთხო დონეზე იყოს. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 40%-ი. შეიძლება რიგი ქვეყნების შემთხვევაში გაცილებით მაღალიც იყოს, დღეს ჩვენი რისკების და ეკონომიკის მიხედვით არის მშპ-ს 40%-ი. 

სამწუხაროდ პანდემიის დროს ავცდით, თუმცა 2 წლიან პერიოდში შესაძლებელი გახდა ფინანსური კონსოლიდაციით, ხარჯების მაქსიმალური შემცირებით და მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მივიღეთ უკვე 40%-ზე დაბალი ნიშნული. 

და ჩვენი მთავარი მიზანია და სტრატეგიაში ეს გაწერილი გაქვს, რომ ჩვენ ნელ-ნელა უნდა შევამციროთ საგარეო ვალის წილი, გადავიდეთ უფრო შიდა ვალზე. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ეს 40%-იანი ნიშნული გარკვეული პერიოდის შემდეგ გვქონდეს უფრო მაღალი, რადგანაც არ ვიქნებით ერთმნიშვნელოვან რისკზე რაც არის ვალუტის ცვლილება ჩვენს ეკონომიკას მოუხსნის და სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ახლა ნაბიჯებს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

11.05.2026.15:57

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა