მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის წესზე დაფუძნებული ინტერვენციების მყისიერი ცოდნა სპეკულაციური მიზნებისთვისაა გამოსადეგი

news image
mbc image

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი რომან გოცირიძეს ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ BMatch-ის საერთაშორისო პლატფორმაზე ვალუტის წესებზე დაფუძნებული ყიდვა/გაყიდვის შედეგი ვაჭრობის დასრულების დღესვე უნდა გამოქვეყნდეს და არა თვის დასრულებდან 25 დღეში.

დავით უტიაშვილის განცხადებით, საერთშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ინვერსტორების მხრიდან ნდობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

„ინტერვენციებით რეზერვების დაგროვება სებ-ის გაცხადებული პოლიტიკა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა. მიიჩნევა, რომ ვალუტის წესზე დაფუძნებული შესყიდვები (BMatch) ყველაზე ეფექტიანი გზაა და მინიმალურ გავლენას ახდენს ბაზრის დინამიკაზე. მართლაც, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით $1.7 მლრდ-ის შესყიდვას ხელი არ შეუშლია რეალური კურსის ისტორიული გამყარებისთვის, დროებით რყევებს კი უმეტესად ერთჯერადი ფაქტორები იწვევს“, - აღნიშნავს დავით უტიაშვილი.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაციაა და ამ მხრივ გამორჩეული შესადარ ცენტრალურ ბანკებს შორისაც. თუმცა ყოველთვის დარჩება საკითხები რაც კონფიდენციალურია.

„ეს ეხება წესზე დაფუძნებულ ინტერვენციებისაც. მისი დეტალების მყისიერი ცოდნა რეალურად მხოლოდ სპეკულაციური მიზნებისთვისაა გამოსადეგი: ბაზრის ცალკეული მონაწილეები გათვლიან სებ-ის ქცევას და კურსზე სპეკულაციური შეტევების შესაძლებლობა გაჩნდება. დანარჩენი მონაწილეებისთვის კურსის დონეა მნიშვნელოვანი და როცა სავალუტო ბაზრის წლიური ბრუნვა $100 მლრდ-ს აღწევს, აქ სებ-ის Bmatch ინტერვენციების გავლენა მატერიალური ვერ იქნება. ამასთან, კურსს ხომ მაინც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს და მათზე ინფორმაცია უფრო მეტი დაგვიანებითაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ინტერვენციების. რაც შეეხება ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებას და თანმდევ საფრთხეებს, წესზე დაფუძნებული ჩარევისას ეს რისკები კიდევ უფრო მცირეა, რადგან სუბიექტური გადაწყვეტილებები მინიმალურია“, - აცხადებს სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა