მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვარლამ ებანოიძემ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში - “Financial Street Forum 2024: Fintech is bridging the digital divide“ მთავარი მომხსენებლის რანგში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმზე ვარლამ ებანოიძემ პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების „ღია პოლიტიკის“ სტრატეგიაზე და მის როლზე შუა კორიდორის ქვეყნებში რეალურ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციის კიდევ უფრო მეტად აქსელერაციის თვალსაზრისით.

„საქართველოს მიზანია, საფინანსო სექტორში ინოვაციების წახალისება საზედამხედველო ჩარჩოების და პროაქტიული პოლიტიკის საშუალებით. მთავარი ამოცანა ტექნოლოგიური ინოვაციის ხელშეწყობაა, რაც ახალი ტექნოლოგიების ადრეული დანერგვითა და საქართველოს შუა დერეფნის რეგიონის ფინტექ ჰაბად პოზიციონირებით მიიღწევა“, - აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.

ფორუმის - „ფინანსების ქუჩა 2024“ მთავარი მიზანი იყო დანაწევრებული ციფრული სამყაროს გაერთიანებაში ფინტექის როლის განსაზღვრა და ფინანსების ინკლუზიურობის ზრდაში ტექნოლოგიების გავლენის კვლევა.

ვარლამ ებანოიძესთან ერთად ფორუმის მთავარი მომხსენებლები იყვნენ Ant Financial-ის და "ალიფეი ჯგუფის" პრეზიდენტები, ასევე ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და უმსხვილესი ბანკების ხელმძღვანელი პირები.

აღნიშნულ ფორუმზე ვარლამ ებანოიძე უმსხვილესი ჩინური გადახდების სისტემა „ალიფეის“ მიწვევით იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ „ალიფეისთან“ ერთად დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ფინანსურ ბაზარზე შესაძლო ოპერირების კუთხით, მათ შორის რეგიონალური დაფარვის თვალსაზრისით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა