მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ივლისში სებ-მა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები, ანუ მისი ნეტო მაჩვენებელი სარეკორდოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარით არის გაზრდილი - უკვე ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს - გიორგი ცუცქირიძე

news image
mbc image

დღეს გამოქვეყნდა ივლისის თვის დაზუსტებული მონაცემები. ივლისში სებ-მა ინტერვენციების შედეგად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები ანუ მისი ნეტო მაჩვენებელი სარეკორდოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარით არის გაზრდილი და მეტია 2023 წლის პირველ ექვს თვეში რეკორდული რაოდენობის, $1.08 მილიარდი შესყიდვასთან შედარებით, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, წერს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ მხარადჭერილი რყევების შედეგად რეზერვები შემცირებული იყო $4.08 მილიარდამდე, ამის ფონზე კი, ზრდა მართლაც რომ თვალსაჩინოა.

გიორგი ცუცქირიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს სამომავლო პროგნოზზე და აცხადებს, რომ „სექტემბერ-ოქტომბერში საერთაშირისო ტურიზმის პიკს და მთლიანად მომსახურების ექსპორტის მზარდ დინამიკას, უკვე ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს, რაც დღემდე მაქსიმუმად ითვლება და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავა“.

“დღეს გამოქვეყნდა ივლისის თვის დაზუსტებული მონაცემები. ივლისში სებ-მა ინტერვენციების შედეგად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 416. 9 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო წლის დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები ანუ მისი ნეტო მაჩვენებელი სარეკორდოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარით არის გაზრდილი და მეტია 2023 წლის პირველ ექვს თვეში რეკორდული რაოდენობის, $1.08 მილიარდი შესყიდვასთან შედარებით.

რეზერვების მთლიანმა მოცულობამ უკვე გადააჭარბა 5 მლრდ აშშ დოლარს. ეს მონაცემები იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს სავალუტო რეზერვები $630 მილიონით შემცირდა, რაც დიდწილად ოქტომბერში წინასაარჩევნოდ და არჩევნების შედეგების არაღიარების მოტივით ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შედეგი იყო, და ბაზარზე სავალუტო აჟიოტაჟის ჩასაცხრობად იყო გამოყენებული.

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ სწორედ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური რყევების შედეგად 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში რეზერვები $4.08 მილიარდამდე იყო შემცირებული, ზრდა მართლა თვალსაჩინოა და უკვე გადააჭარბა 2023 წლის ნოემბრის მაჩვენებელს, როდესაც რეზერვების დონე $5.11 მილიარდი იყო.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, სექტემბერ-ოქტომბერში საერთაშირისო ტურიზმის პიკს და მთლიანად მომსახურების ექსპორტის მზარდ დინამიკას, უკვე ოქტომბრისათვის სავალუტო რეზერვები თავისუფლად გადააჭარბებს 5.3 მლრდ აშშ დოლარს, რაც დღემდე მაქსიმუმად ითვლება და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავა.

ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის და პირადად მისი პრეზიდენტის ქალბატონ ნათია თურნავას დიდი დამსახურებაა, რომ რეზერვების წმინდა ნამატთან ერთად, უპრობლემოდ ხდება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების მომსახურება, რეზერვების ზრდასთან ერთად. ამის დადასტურებაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “სტანდარდ ენდ ფურსის” (S&P Global) მიერ ეკონომიკის მდგრადობის და ქვეყნის სუვერენული რეიტინგის პოზიტიური შეფასებები.

სამწუხაროდ, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდის მაღალი დინამიკა აჩვენებს თუ რამდენად ტენდენციური და რეალობასთან მკვეთრად აცდენილია ცალკეულ, ოპოზიციურად განწყობილ ექსპერტთა შეფასებები. ამ წლის დასაწყისში, არა თუ ასეთ ზრდას 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირებას, რომ პროგნოზირებდენ!”- წერს გიორგი ცუცქირიძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა