მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს - ფინანსთა მინისტრი

news image
mbc image

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, რომელთა გათვალისწინებითაც ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს შეადგენს 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს.

სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში:

სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში, სასკოლო სწავლების მომსახურებას იღებს 560 ათასზე მეტი ბავშვი.

სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 190 მილიონ ლარზე მეტით, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, ჯამში 70 ათასზე მეტი პირის ხელფასი.

გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან, გათვალისწინებულია, საჯარო სკოლებში 30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგება.

ზოგადი განათლების სხვა პროგრამების დაფინანსება, ჯამში, შეადგენს 284 მილიონ ლარს.

პროფესიული განათლების დაფინანსება, დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩათვლით, ჯამურად, შეადგენს 263 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღებას შეძლებს 45 ათასი ჩვენი მოქალაქე.

უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 267 მილიონ ლარამდე, მათ შორის, 105 მილიონი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების მიმართულებით, სადაც მიმდინარე წელს პირველ კურსზე უკვე ჩაირიცხა 20 ათასზე მეტი სტუდენტი.

მეცნიერების დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 97 მილიონი ლარი.

ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიმართულებით, გამოყოფილია 26 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც ცხვარიჭამიასა და ბახმაროში დაგეგმილია ახალი ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობის დაწყება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს - ფინანსთა მინისტრი

11.11.2026.13:47

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, რომელთა გათვალისწინებითაც ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს შეადგენს 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს.

სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში:

სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში, სასკოლო სწავლების მომსახურებას იღებს 560 ათასზე მეტი ბავშვი.

სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 190 მილიონ ლარზე მეტით, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, ჯამში 70 ათასზე მეტი პირის ხელფასი.

გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან, გათვალისწინებულია, საჯარო სკოლებში 30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგება.

ზოგადი განათლების სხვა პროგრამების დაფინანსება, ჯამში, შეადგენს 284 მილიონ ლარს.

პროფესიული განათლების დაფინანსება, დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩათვლით, ჯამურად, შეადგენს 263 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღებას შეძლებს 45 ათასი ჩვენი მოქალაქე.

უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 267 მილიონ ლარამდე, მათ შორის, 105 მილიონი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების მიმართულებით, სადაც მიმდინარე წელს პირველ კურსზე უკვე ჩაირიცხა 20 ათასზე მეტი სტუდენტი.

მეცნიერების დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 97 მილიონი ლარი.

ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიმართულებით, გამოყოფილია 26 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც ცხვარიჭამიასა და ბახმაროში დაგეგმილია ახალი ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობის დაწყება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა