ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები თბილისის შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში (SIST)
თბილისის შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლაში (SIST) მიგვაჩნია, რომ ხარისხიანი განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენი პრიორიტეტია ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერა, რათა ფინანსურმა ბარიერმა ხელი არ შეუშალოს მათ განვითარებას.
სწორედ ამიტომ, SIST-ი მხარს უჭერს ოჯახებს, რომლებსაც სურთ შვილებს საუკეთესო შვეიცარიული განათლება მისცენ, თუმცა, ამ ეტაპზე, სწავლის საფასურის სრულად დაფარვის შესაძლებლობა არ აქვთ.
რა პროგრამები მოქმედებს SIST-ში?
ერთიანად გადახდა: სწავლის საფასურის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ისარგებლეთ 10%-იანი შეღავათით.
დედმამიშვილების ფასდაკლება: მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება თითოეულ ბავშვზე.
SIST-ი მხარს უჭერს ოჯახებს, რომლებსაც სურთ ჩვენი სასკოლო საზოგადოების წევრები გახდნენ, თუმცა, ამ ეტაპზე, სწავლის საფასურის სრულად დაფარვის შესაძლებლობა არ აქვთ.
SIST-ის კომისია ინდივიდუალურად განიხილავს თითოეული ოჯახის შემთხვევას და მათ საჭიროებებზე მორგებულ, განსხვავებულ საგადასახადო პირობებს შესთავაზებს.
გთხოვთ ჩამოტვირთოთ განაცხადის ფორმა და შევსებული გამოგვიგზავნოთ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად ელფოსტაზე: financialaid@sist.ge
დამატებითი ინფრომაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 511 16 39 95, https://sist.ge/
ჩვენ დაგეხმარებით ერთად შევქმნათ თქვენი შვილის მომავალი!
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.