მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

news image
mbc image

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 

ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.

მინისტრმა გიორგი არსოშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს გიორგი არსოშვილი ასევე წამყვან პოზიციებს იკავებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

21.08.2026.10:01

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ. შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება ეძლევათ. მათ შეუძლიათ, სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, მიუხედავად სწავლის პერიოდის ხანგრძლივობისა.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა