განათლების სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია - თათია მამრიკიშვილი
განათლების სექტორის მოცულობა დაახლოებით 4,3 მილიარდი ლარია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა თათია მამრიკიშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„Galt & Taggart-მა განაახლა განათლების სექტორის კვლევა, რომელსაც რეგულარულად ვუყურებთ ხოლმე და ძალიან საინტერესო ტენტენდციები არის ამ
სექტორის ძირითად ქვესექტორებში მათ შორის ზოგადი განათლების და უმაღლესი განათლების მიმართულებით.
პირველ რიგში რომ დავიწყოთ ჯამურად სექტორის ტენდენციები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი დღეს-დღეობით საქართველოში. განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ სექტორის ზრდის ტემპმა რამდენჯერმე გადაუსწრო საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს. თუ შევხედავთ 2025 წლის რიცხვს დაახლოებით 24.5%-ით გაიზარდა წინა წელთან მიმართებით რეალური ზრდა იყო სექტორის ეს და ამან გამოიწვია ის რომ სექტორი გახდა მეშვიდე ყველაზე მსხვილი დარგი საქართველოს ეკონომიკაში 2025 წლის მდგომარეობით.
რა იწვევდა საინტერესოა ამ სექტორის ზრდას? რომ ჩავშალოთ თვითონ განათლების სექტორი ქვესექტორებად, ყველაზე მსხვილი ორი დარგი ეს არის ზოგადი განათლება და უმაღლესი განათლება. ჯამურად სექტორის მოცულობა არის დაახლოებით 4,3 მილიარდი ლარი, რაც მოიცავს როგორც საჯარო სექტორს ანუ საჯარო სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს, რომლებიც მოგეხსენებათ ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული და ასევე კერძო სექტორსაც. ამ 4.3 მილიარდიდან ყველაზე მსხვილი არის უმაღლესი განათლება დაახლოებით, 2,1 მილიარდი ლარის მოცულობით 2025 წელს და ზოგადი განათლების ზრდის ტემპი ძირითადად სახელმწიფო დაფინანსების ზრდით იყო გამოწვეული, თუმცა ასევე იზრდება კერძო სკოლების შემოსავლებიც საკმაოდ სწრაფი ტემპით და ძალიან საინტერესო ტენდენციებს ვხედავთ კერძო განათლების თვალსაზრისით ზოგად განათლებაში.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ეს არის მეორე ყველაზე მსხვილი ქვესექტორი 1.3 მილიარდი ლარის მოცულობით და აქ ბოლო წლებში ზრდის მთავარი მამოძრავებელი წყარო იყო უცხოელი სტუდენტები. უცხოელი სტუდენტები ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე ქმნიან მოთხოვნას და ამიტომ ჯამურად სექტორის შემოსავლების მთავარი მამოძრავებელი იყო კერძო უნივერსიტეტების შემოსავლები და ნუ შემდეგ მოდის შედარებით პატარა ქვესექტორები მათ შორის, სკოლამდელი განათლება, ბაღები - საჯარო და კერძო ბაღები. დაახლოებით 680 მილიონი ლარის მოცულობით არის ეს სექტორი 2025 წელს წარმოდგენილი და შემდეგ მოდის შედარებით უფრო მცირე ეს არის პროფესიული განათლება, რომელიც 170 მილიონის ფარგლებშია ამ სექტორის ზომა", - აცხადებს თათია მამრიკიშვილი.
სხვა სიახლეები
უცხოელი სტუდენტები ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე ქმნიან მოთხოვნას - თათია მამრიკიშვილი
23.07.2026.12:11
უცხოელი სტუდენტები ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე ქმნიან მოთხოვნას - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა თათია მამრიკიშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.