განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - ირაკლი კობახიძე
განათლების სფეროში PISA-ს კვლევის შედეგებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
„გამოქვეყნდა PISA-ს კვლევის შედეგები, განათლების სფეროში. გამოკვლევით კიდევ ერთხელ შეფასდა სასკოლო ასაკის ბავშვების შეფასების დონე და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას. ასევე შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, ესეც არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ამ კუთხით, გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველო 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია. ასევე შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, ანუ, თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხითაც ეს მაჩვენებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კვლევის შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს, სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საშუალოს უტოლდება ან საშუალოზე უკეთესია.
„ასევე, კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს, სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საშუალოს უტოლდება ან საშუალოზე უკეთესია.
ამ შედეგებითაც ვერ ვიქნებით ჩვენ კმაყოფილები და მიუხედავად გაუმჯობესების სერიოზული ტენდენციისა, გვაქვს ხარვეზები, ბევრი რამ გასაუმჯობესებელია და სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც როგორც უმაღლესი განათლების, ასევე, ზოგადი განათლების დონეზე, წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე. ჩვენი რეფორმის გეგმების სათანადო განხორციელება უზრუნველყოფს ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს - ირაკლი კობახიძე
08.09.2026.17:32
იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ან ახალი სკოლები, ან სრულად რეაბილიტირებული სკოლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაწყებულია სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა და ძალიან ბევრი მიმართულებით ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან სკოლის მოსწავლეები.
„უახლოეს მომავალში დასრულდება ეს პროგრამა და მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს. მთლიანად იქნება გადახედილი ეს სახელმძღვანელოები ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების მიზნების შესაბამისად. ასევე 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი. საბაზო საფეხურზე დამატებით 100 სკოლაში იხსნება სტემ კლუბი. ჯამურად სტემ კლუბები იქნება 500 სკოლაში წარმოდგენილი. ფართოვდება სამხედრო საქმის პროგრამა. არსებულ 140 სკოლას დაემატება 100 სკოლა ამ თვალსაზრისით და ეს სწავლება განახლებული თანამედოვე რესურსებით განხორციელდება. ასევე გრძელდება ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამა. 140 სკოლას ამ კუთხით დაემატება 60 სკოლა. მოსწავლეებს ასევე დაემატებათ ახალი არჩევითი კურსები - ფინანსური წიგნიერება, მედიაწიგნიერება, წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 21 არაქართულენოვან სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნა, გადამზადებულია 600-ზე მეტი ბილინგვური სწავლების სპეციალისტი და პროგრამაში ჩართული სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.