ინტერვიუ შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის (SIST) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მარიამიძესთან
Business Insider Georgia-მ ინტერვიუ მოამზადა შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის (SIST) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, გიორგი მარიამიძესთან. ინტერვიუში გიორგი მარიამიძე საუბრობს სკოლის უპირატესობებზე, შექმნის იდეასა და სამომავლო გეგმებზე.
გარდა აღნიშნულისა, გიორგი საქართველოში წამყვანი ტექნოგიური კოლეჯის ,,სქილვილის“, ,,სვიფტ დიჯიტალის“, AI აუთსორსინგული კომპანიის და საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის დამფუძნებელია. წლების განმავლობაში წამყვანი პოზიციები ეკავა ქართულ ფინანსურ სექტორში. მისი გამოცდილება უკავშირდება უმაღლესი მმართველი რგოლის კონსულტანტობას მსოფლიოს წამყვან საკონსულტაციო სააგენტოში, Bain & Company-ში. ამასთან, გიორგი მარიამიძეს განხორცილებული პროექტები აქვს ახლო აღმოსავლეთში, უნგრეთსა და არგენტინაში.
შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის (SIST) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ასევე ფლობს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ბულგარეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
რა უპირატესობები აქვს შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლას?
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მე თვითონ ვარ სამი შვილის მშობელი და მეოთხეც გზაში მყავს, შესაბამისად გამოცდილება დამიგროვდა სკოლებთან დაკავშირებით და მესმის დღევანდელი ჩვენი მშობლების მოთხოვნები.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თანამედროვე კერძო ორიენტირებული იყოს ტექნოლოგიურ და ტექნიკურ საგნებზე, სიღრმისეულად ისწავლებოდეს ეს ყველაფერი, საუბარი მაქვს მათემატიკაზე, მეცნიერებაზე, ინჟინერიაზე. დღესაც, ღია კარის დღეზე STEM მიმართულებით არიან ბავშვები დაკავებული აქტივობებით და სწორედ ეს მიმართულება აერთიანებს ამ ყველაფერს ბავშვებისთვის და რაც ყველაზე მთავარია მათ ეძლევათ საშუალება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადმოიტანონ და დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს საერთაშორისო გარემოში და თანამედროვე მეთოდებით, რასაც ჩვენი შვეიცარიული მოდელი უზრუნველყოფს. ბავშვები გაძლიერებულად ისწავლიან ინგლისურს და ასევე, მესამე კლასიდან საშუალება ექნებათ აირჩიონ დამატებითი უცხოური ენა იტალიური, ინგლისური ან გერმანული.
რა გამოარჩევს შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლას (SIST) ბაზარზე?
სკოლის შექმნის იდეა გაჩნდა იქედან გამომდინარე, რომ ბაზარზე არსებობს მოთხოვნა. მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ იყოს ძლიერი ტექნიკური მიმართულება და მეორეს მხრივ სასწავლო პროცესი ხორცილდებოდეს თანამედროვე მეთოდებით, საერთაშორისო გარემოში და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით.
როგორია შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის (SIST) სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ჩვენ ვაკეთებთ არამხოლოდ ერთ სკოლას, არამედ სკოლების ქსელს. 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება დადიანის კამპუსში და დამატებით ვგეგმავთ ვაკეში, წავკისში და ქალაქის სხვა უბნებში სკოლების ქსელის გახსნას და გაფართოებას. ასევე, დავამატებ რომ ჩვენ გვაქვს IPC - International Primary Curriculum. ეს გულისხმობს იმას რომ საგნების მასწავლებლები მაგალითად, მეცნიერების მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი, ქართულის მასწავლებელი, ინგლისურის მასწავლებელი, ცალ-ცალკე არ მუშაობენ, არამედ მუშაობენ ერთად და ახდენენ ინტეგრირებას. მაგალითად, რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ისტორიის გაკვეთილზე ვსაუბრობთ ხეთების ისტორიაზე - ეს ისტორია ჩემმა შვილმაც კი მკითხა ერთხელ, ,,რაში მჭირდება მამა ხეთების ისტორია რომ ვიცოდეო“.

მნიშვნელოვანია ჩავსვათ კონტექსტში მაგალითად, რა ტექნოლოგიები ჰქონდათ ხეთებს, ბორბალი გამოგონილი ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ, მარტო ქვა ჰქონათ თუ უკვე ლითონიც ჰქონდათ ანუ რა განვითარების ეტაპი გაიარეს და უკვე ფართო, დიდ კონტექსტში დავინახოთ ეს ყველაფერი და ამას უზრუნველყოფს სწორედ საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმი, რომელიც ჩვენ დანერგილი გვაქვს სკოლაში.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.