მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

ინტერვიუ შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის (SIST) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მარიამიძესთან

news image
mbc image

Business Insider Georgia-მ ინტერვიუ მოამზადა შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის (SIST) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, გიორგი მარიამიძესთან. ინტერვიუში გიორგი მარიამიძე საუბრობს სკოლის უპირატესობებზე, შექმნის იდეასა და სამომავლო გეგმებზე.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი საქართველოში წამყვანი ტექნოგიური კოლეჯის ,,სქილვილის“, ,,სვიფტ დიჯიტალის“, AI აუთსორსინგული კომპანიის და საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის დამფუძნებელია. წლების განმავლობაში წამყვანი პოზიციები ეკავა ქართულ ფინანსურ სექტორში. მისი გამოცდილება უკავშირდება უმაღლესი მმართველი რგოლის კონსულტანტობას მსოფლიოს წამყვან საკონსულტაციო სააგენტოში, Bain & Company-ში. ამასთან, გიორგი მარიამიძეს განხორცილებული პროექტები აქვს ახლო აღმოსავლეთში, უნგრეთსა და არგენტინაში.

შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის (SIST) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ასევე ფლობს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხს, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ბულგარეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

რა უპირატესობები აქვს შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლას?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მე თვითონ ვარ სამი შვილის მშობელი და მეოთხეც გზაში მყავს, შესაბამისად გამოცდილება დამიგროვდა სკოლებთან დაკავშირებით და მესმის დღევანდელი ჩვენი მშობლების მოთხოვნები.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თანამედროვე კერძო ორიენტირებული იყოს ტექნოლოგიურ და ტექნიკურ საგნებზე, სიღრმისეულად ისწავლებოდეს ეს ყველაფერი, საუბარი მაქვს მათემატიკაზე, მეცნიერებაზე, ინჟინერიაზე. დღესაც, ღია კარის დღეზე STEM მიმართულებით არიან ბავშვები დაკავებული აქტივობებით და სწორედ ეს მიმართულება აერთიანებს ამ ყველაფერს ბავშვებისთვის და რაც ყველაზე მთავარია მათ ეძლევათ საშუალება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადმოიტანონ და დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს საერთაშორისო გარემოში და თანამედროვე მეთოდებით, რასაც ჩვენი შვეიცარიული მოდელი უზრუნველყოფს. ბავშვები გაძლიერებულად ისწავლიან ინგლისურს და ასევე, მესამე კლასიდან საშუალება ექნებათ აირჩიონ დამატებითი უცხოური ენა იტალიური, ინგლისური ან გერმანული.

რა გამოარჩევს შვეიცარიულ საერთაშორისო სკოლას (SIST) ბაზარზე?

სკოლის შექმნის იდეა გაჩნდა იქედან გამომდინარე, რომ ბაზარზე არსებობს მოთხოვნა. მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ იყოს ძლიერი ტექნიკური მიმართულება და მეორეს მხრივ სასწავლო პროცესი ხორცილდებოდეს თანამედროვე მეთოდებით, საერთაშორისო გარემოში და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით.

როგორია შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის (SIST) სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

⁠ჩვენ ვაკეთებთ არამხოლოდ ერთ სკოლას, არამედ სკოლების ქსელს. 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება დადიანის კამპუსში და დამატებით ვგეგმავთ ვაკეში, წავკისში და ქალაქის სხვა უბნებში სკოლების ქსელის გახსნას და გაფართოებას. ასევე, დავამატებ რომ ჩვენ გვაქვს IPC - International Primary Curriculum. ეს გულისხმობს იმას რომ საგნების მასწავლებლები მაგალითად, მეცნიერების მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი, ქართულის მასწავლებელი, ინგლისურის მასწავლებელი, ცალ-ცალკე არ მუშაობენ, არამედ მუშაობენ ერთად და ახდენენ ინტეგრირებას. მაგალითად, რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ისტორიის გაკვეთილზე ვსაუბრობთ ხეთების ისტორიაზე - ეს ისტორია ჩემმა შვილმაც კი მკითხა ერთხელ, ,,რაში მჭირდება მამა ხეთების ისტორია რომ ვიცოდეო“.

მნიშვნელოვანია ჩავსვათ კონტექსტში მაგალითად, რა ტექნოლოგიები ჰქონდათ ხეთებს, ბორბალი გამოგონილი ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ, მარტო ქვა ჰქონათ თუ უკვე ლითონიც ჰქონდათ ანუ რა განვითარების ეტაპი გაიარეს და უკვე ფართო, დიდ კონტექსტში დავინახოთ ეს ყველაფერი და ამას უზრუნველყოფს სწორედ საერთაშორისო დაწყებითი კურიკულუმი, რომელიც ჩვენ დანერგილი გვაქვს სკოლაში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

20.10.2026.15:48

„საქართველოს ტექნიკურ და ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების უმნიშვნელოვანეს პერსპექტივად ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების მოპოვებას განვიხილავთ, რაც თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანს ინსტიტუციურ კავშირს. კოლაბორაციის ეს ფორმატი შეფასებულია როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი მაღალი დონის მკვლევრების მოსამზადებლად, რადგან დოქტორანტებს საშუალებას მისცემს, იმუშაონ ორმაგი სამეცნიერო ხელმძღვანელობის პრინციპით და მიიღონ წვდომა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზასა თუ აკადემიურ რესურსებზე. ამასთანავე, ევროპული ფონდებიდან ერთობლივი კვლევითი გრანტების მოზიდვა ფინანსურად უზრუნველყოფს ინოვაციური პროექტების განხორციელებას ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით, რაც დადებითად აისახება ორივე უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგსა და სამეცნიერო პროდუქტიულობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორთან, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერთან და გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარ დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის შეხვედრას სამუშაო ვიზიტით მყოფ გერმანული უნივერსიტეტის დელეგაციასთან ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და გერმანელმა პროფესორმა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო კავშირები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გაფართოებისა და პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივ კვლევით პროექტებში ჩართულობის საკითხები.

რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორს იმ ნაყოფიერი და ეფექტური სამეცნიერო კვლევებისთვის, რომლებსაც ორი პარტნიორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ამ დრომდე ერთობლივად ახორციელებენ. მისივე თქმით, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან პარტნიორობა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ წარმატებული მაგალითია, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის რეალურ შესაძლებლობას აძლევს. დავით გურგენიძემ ხაზგასმით აღნიშნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის განსაკუთრებული როლი ამ პროცესში და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პერსპექტივებზე.

„გერმანულ მხარესთან, კერძოდ, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერთან და უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ინსტიტუციური კავშირები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩართულობით განხორციელებული ერთობლივი კვლევები და სამეცნიერო ინიციატივები აჩვენებს, რომ ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პოტენციალი სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია არა მხოლოდ არსებული დინამიკის შენარჩუნება, არამედ თანამშრომლობის მასშტაბების კიდევ უფრო გაფართოება.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სტუდენტთა მობილობის გაზრდაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ უნიკალური ევროპული გამოცდილება, აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიური და ბიზნესმიდგომები და ეს ცოდნა შემდგომში საქართველოს განვითარებას მოახმარონ. ამასთანავე, უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივი კვლევითი აქტივობები, რაც ხელს უწყობს სამეცნიერო პროდუქტიულობის ზრდას და ორ უნივერსიტეტს შორის ცოდნის ტრანსფერს. მინდა მადლობა გადავუხადო პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მთელ გუნდს, ასევე ჩვენს გერმანელ კოლეგებს იმ ნაყოფიერი პარტნიორობისთვის, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს საერთო წარმატებას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის უნფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერის ხელმძღვანელობით, გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ხელისუფლება და საზოგადოება“ და დაესწრება ინგლისურენოვან ლექციებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა