მშობლებს შეუძლიათ, თავადაც შეაკერინონ სკოლის ფორმა - გივი მიქანაძე
არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინ-საიტზე, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, მშობლებს ასევე შეუძლიათ თავად შეაკერინონ სკოლის ფორმა.
„პიჯაკების საცალო ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის - ბიჭის თუ გოგონასი, ასევე ქვედაკაბის, 25 ლარი. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის შემცველ ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინ-საიტზე, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ შეიძინონ, ისევე, როგორც შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი და შეაკერინონ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
სასკოლო ფორმები საქართველოშია და შესაბამის პუნქტებში ნაწილდება. მშობლებს შეუძლიათ, ბავშვის სამოსი როგორც ადგილზე, ისე ონლაინ პლატფორმის დახმარებით მიიღონ. ის უფასოა სოციალურად დაუცველი და უკრაინიდან ომს გამოქცეული ოჯახების შვილებისათვის. სპეციალისტების შეფასებით, გამოყენებული მასალა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
სხვა სიახლეები
საუბარი იმაზე, რომ სკოლის ფორმებს შეუძლია ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკი გამოიწვიოს, უფრო მეტად პანიკის საფუძველია, ვიდრე რეალური რისკი - ივანე ჩხაიძე
20.08.2026.22:07
საუბარი იმაზე, რომ სკოლის ფორმებს შეუძლია ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკი გამოიწვიოს, უფრო მეტად პანიკის საფუძველია, ვიდრე რეალური რისკი - განუცხადა ჟურნალისტებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ექიმი ამბობს, რომ სკოლის ფორმებს რაიმე განსაკუთრებული ალერგიის გამოწვევა არ შეუძლია.
„საუბარი იმაზე, რომ სკოლის ფორმებს შეუძლია ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკი გამოიწვიოს, ან კანის განსაკუთრებული სიხშირით ალერგიული დაზიანება, არის არასწორი. უფრო მეტად პანიკის საფუძველია, ვიდრე რეალური რისკი“ - აღნიშნა ჩხაიძემ.
სასკოლო ფორმები საქართველოშია და შესაბამის პუნქტებში ნაწილდება. მშობლებს შეუძლიათ, ბავშვის სამოსი როგორც ადგილზე, ისე ონლაინ პლატფორმის დახმარებით მიიღონ. ის უფასოა სოციალურად დაუცველი და უკრაინიდან ომს გამოქცეული ოჯახების შვილებისათვის.