მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ - გივი მიქანაძე
14 სექტემბრიდან გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. გამონაკლისი დაიშვა, გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის მეთაურმა, რომ წელს, რადგან პირველი წელიწადია ამ რეფორმის, გავითვალისწინეთ ეს გარემოება და აპლიკანტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ზუსტად 1 795 ადამიანია, რომელთაც ის ბარიერი გადალახეს, თუმცა მათ არ ეყოთ ქულები, რომ მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტებში მოხვედრილიყვნენ.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ეს გარემოება და სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, გაიხსნება ბაზები, რომლითაც ამ 1 795 ახალგაზრდას შეეძლება, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდეს. ის, რომ სადღაც დარეგისტრირდა, არ ნიშნავს აპრიორი, რომ იქ აუცილებლად მოხვდეს. კონკურენციაა, შეიძლება მასზე ცოტათი მეტი ქულის მქონე აპლიკანტმა აჯობოს. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ, რაც შეიძლება, მეტი სპეციალობა აირჩიონ, მათ შორის პროფესიულიც.
პრემიერ მინისტრთან კონსულტაციით, 2 000-ზე მეტი ახალგაზრდაა, რომელსაც ქულები არ ეყოთ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, მაგრამ მათ არ აურჩევიათ პროფესიული სასწავლებლები და ის მინიმალური ბარიერი გადალახეს, მათთვისაც იხსნება ბაზები და თუ სურვილი აქვთ, რომ მათ მიერ შემოხაზულ პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხონ, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. წელს გვქონდა პირველად ეს შემთხვევა, რომ კვოტები, რომლებიც განისაზღვრა უნივერსიტეტებში, ამას დაემატა 10 600 უფასო ადგილი პროფესიულ სასწავლებლებში. ამ ეტაპზე დაახლოებით 7 000 ადგილის რესურსი გვაქვს.
მით უმეტეს, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გარკვეული კომპეტენციები დაადასტურეს ამ გამოცდების შედეგად, თუმცა მათ პროფესიული არ ჰქონდათ შემოხაზული, ამიტომ მათაც ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თუ სურვილი აქვთ, შეუძლიათ აირჩიონ პროფესიული სასწავლებელი და სწავლა დაიწყონ სექტემბრიდან “, - აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.