მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

news image
mbc image

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge - დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს.

„რეგისტრაციისას აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ როგორც საბაზო, ისე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს. ამასთან, აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობები, რომლებიც პროგრამის ტიპისა და დონის შესაბამისად განსხვავდება.

პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარე პროგრამას ახალ პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე დაასრულებს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში კი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

დაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

დაფინანსებით სარგებლობა, ასევე, შეუძლიათ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, თავშესაფრებში და სხვა). ამისთვის საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის დაწესებულების მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა.

საქართველოს თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება ერთხელ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე მიეცემა, თუ აღნიშნული უფლებით მანამდე არ უსარგებლია.

12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით აპლიკანტთა შერჩევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად განხორციელდება.

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების მიხედვით მოხდება. ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 24 ოქტომბერს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - 25 ოქტომბერს ჩატარდება.

შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტთა შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და მიღწეული განათლების დონის გათვალისწინებით აპლიკანტთა რეიტინგულ სიას ადგენს.

თუ აპლიკანტმა რეგისტრაციის ეტაპზე რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩია, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით, ვალდებულია სისტემაში დააფიქსიროს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს ერთ-ერთი პროგრამა, რომელზეც ჩარიცხვის უფლება მოიპოვა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge.

პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს: (+995 32) 2200 220, ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge.

იხილეთ პროფესიული განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია.

იხილეთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image გივი მიქანაძემ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის - “ECCES 2026” გახსნაში მიიღო მონაწილეობა

12.10.2026.17:18

თბილისში იმართება სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - “ECCES 2026”, რომლის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობასა და საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებაში კენ ვოლკერის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მიღწევებზე. როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება ათი წლის ვადით მოიპოვა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სამედიცინო განათლების აკრედიტაციის სისტემის განვითარებისა და ქართული სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობისთვის.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ეკა ეკალაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა.

ორდღიანი კონფერენცია თემაზე – „სამედიცინო განათლების განვითარება: ინტერნაციონალიზაცია, ინოვაცია და აკადემიური წარმატება“ – ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორის, დოქტორ კენ ვოლკერის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სასწავლო პროცესში და სტუდენტთა აკადემიური წარმატების ხელშეწყობაზე.

კონფერენციის პროგრამა მოიცავს ძირითად მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამეცნიერო პრეზენტაციებს, სტუდენტთა კვლევითი ნამუშევრების გამოფენას, ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრებს და კლინიკურ მასტერკლასებს.

საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებისა და ახალი აკადემიური კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობის შექმნას და ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებასა და სამედიცინო განათლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის პროფესორები, სამედიცინო განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები და პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა