მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

რექტორმა ღვაწლმოსილ მკვლევრებს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღვაწლმოსილ მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს, პროფესორებს - ცისანა ბასილაშვილსა და ელიზბარ ელიზბარაშვილს, ასევე სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევარსა და პედაგოგს - პროფესორ შოთა მესტვირიშვილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლები, ხოლო ინსტიტუტის „ტალღა“ მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, აკადემიური საბჭოს წევრს - პროფესორ კახა გორგაძეს სტუ-ის საპატიო დიპლომი აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადაეცათ.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ დაჯილდოებული მეცნიერ-მკვლევრები ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ერთგულებით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურებიან უნივერსიტეტს, თავიანთ ინსტიტუტებსა და ფაკულტეტს. რექტორის განცხადებით, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წარმატებასა და ღირსეული თაობების აღზარდაში.

„ვფიქრობ, განსაკუთრებული პატივია იმ მეცნიერ-მკვლევართა და პედაგოგთა ღვაწლის დაფასება, რომლებიც პროფესიონალიზმით, უდიდესი პასუხისმგებლობით, მრავალწლიანი ერთგულებით მნიშვნელოვანი კვალს ტოვებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ქართული მეცნიერების განვითარებაში.

ჩვენს საყვარელ კოლეგებს, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს, პროფესორებს - ცისანა ბასილაშვილს და ელიზბარ ელიზბარაშვილს, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორს, შოთა მესტვირიშვილს ვულოცავ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოებას, ასევე, საპატიო დიპლომის მიღებას ვულოცავ ინსტიტუტ “ტალღის” მთავარ მეცნიერ-თანამშრომელსა და აკადემიური საბჭოს წევრს, პროფესორ კახა გორგაძეს. ეს საპატიო ჯილდოები მათი მრავალწლიანი შრომის, სამეცნიერო მიღწევებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილის აღიარება.

მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს უნივერსიტეტისადმი ერთგულებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისა და იმ ღირებულებების განმტკიცებისთვის, რაც ასე ძვირფასია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. დარწმუნებული ვარ, მათი გამოცდილება და კვლევითი ავტორიტეტი მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო განვითარებაში.

საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ღვაწლმოსილ კოლეგებს ამ აღიარებას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ახალ სამეცნიერო წარმატებებსა და ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის გადაეცემათ. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საპატიო ჯილდო 2022 წელს, უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა არის უფასო | იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი

31.07.2026.17:49

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა არის უფასო — პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ

„როგორც მოგეხსენებათ, 2026-2027 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ეს ნიშნავს, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო.

იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს ერთი საგანი. ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდანუზრუნველყოფს კრედიტების 80%-ზე მეტის დაგროვებას, სახელმწიფო გააგრძელებს მისი სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას.

ეს მიდგომა გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში და გახლავთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნო სემესტრში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება კვლავ აღუდგება.

აქ საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე, საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე. საგანში 51-ქულიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში იგულისხმება, რომ სტუდენტს კრედიტი უკვე მოპოვებული აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ თუ სტუდენტი, 50%-იანი დაფინანსების მიღების შემდეგ, აღადგენს 100%-იან საკრედიტო შედეგს, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მისი სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა