მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.2
0.0031
flag
AZN 1.5493
-0.0004
flag
CNY 38.905
0.0029
flag
EUR 3.0191
0.0119
flag
GBP 3.5568
0.0293
flag
KZT 55.87
0.0009
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6333
-0.0011
news banner

საქართველო გამოირჩევა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებზე სტუდენტების უჩვეულოდ მაღალი წილით, ხოლო განათლების, პროფესიული და ტექნიკური მიმართულებების სტუდენტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია | Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,განათლების სექტორი საქართველოში” აქვეყნებს.

საქართველოს განათლების სექტორი

საქართველოს განათლების სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დარგად ჩამოყალიბდა, 2019-25 წლებში სექტორის შემოსავლები გაორმაგდა და ₾4.3 მილიარდს მიაღწია, ხოლო მისი წილი მშპ-ში 6.4%-მდე გაიზარდა 2025 წელს, 2019 წლის 4.5%-დან. სექტორი ოთხ ძირითად სეგმენტს მოიცავს: ზოგადი განათლება (₾2.1 მლრდ), უმაღლესი განათლება (₾1.3 მლრდ), სკოლამდელი განათლება (₾0.7 მლრდ) და სხვა საგანმანათლებლო მომსახურებები (₾0.2 მლრდ). სექტორის შემოსავლების ზრდის მთავარი წყარო ზოგადი და უმაღლესი განათლება იყო, თუმცა, ზრდა სხვა ქვე-სექტორებშიც დაფიქსირდა. ზოგადი განათლების ზრდა ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებით იყო განპირობებული, ხოლო უმაღლესი განათლების ზრდას კერძო დანახარჯები განაპირობებდა, განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტების მხრიდან.

ზოგადი განათლების სექტორი

ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 2019-25 წლებში საშუალოდ წლიურად 14.4%-ით იზრდებოდა და 2025 წელს ₾2.1 მილიარდს მიაღწია. ზოგადი განათლების სექტორის შემოსავლების 74.9% (₾1.6 მლრდ) საჯარო სკოლებს უჭირავს. ამასთან, კერძო სკოლების შემოსავლები 2019-25 წლებში გაორმაგდა და 2025 წელს 526 მლნ ლარს მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა რაოდენობის ზრდამ, სწავლის საფასურის მატებამ და ძვირადღირებული სკოლების გაფართოებამ. შობადობის კლებადი ტრენდის გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში კერძო სკოლების შემოსავლების ზრდა უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ბაზრის წილის ზრდასა და მოთხოვნის ახალ წყაროებზე.

სექტორის გამოწვევად რჩება მასწავლებელთა ასაკობრივი სტრუქტურა და ახალი კადრების შემოდინების ნაკლებობა, დაბალი ანაზღაურების პირობებში. ბოლო წლებში საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების ზრდამ ნაწილობრივ კერძო სკოლებზეც იქონია გავლენა, რამაც მათი საოპერაციო ხარჯები გაზარდა და მომგებიანობაზე უარყოფითად იმოქმედა. მზარდი ხარჯები განსაკუთრებით მცირე და ნაკლებად ეფექტიან ოპერატორებს უქმნის გამოწვევებს, რაც სექტორში კონსოლიდაციის პოტენციალს ქმნის.

უმაღლესი განათლების სექტორი

უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი 2019-25 წლებში საშუალოდ წლიურად 11.5%-ით იზრდებოდა და 2025 წელს ₾1.3 მილიარდს მიაღწია, რაც ძირითადად უცხოელი სტუდენტების შემოდინებით იყო განპირობებული. უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2019-2025 წლებში გასამმაგდა და 44 ათასს მიაღწია, რის შედეგადაც მათი წილი სტუდენტთა მთლიან რაოდენობაში 19.8%-მდე გაიზარდა – ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მსოფლიოში. ხელმისაწვდომობისა და ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯების ფონზე, საქართველო საერთაშორისო სტუდენტებისთვის კონკურენტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. თუმცა, სექტორი სულ უფრო მეტად კონცენტრირებული ხდება, უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს. აღნიშნული ზრდის დამოკიდებულებას როგორც ერთ კონკრეტულ ბაზარზე, ისე აკადემიურ მიმართულებაზე, რის გამოც სტუდენტების დივერსიფიკაცია წარმოშობის ქვეყნისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით, სექტორისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცევა.

მაშინ, როცა საერთაშორისო მოთხოვნა სექტორის ზრდას უწყობს ხელს, ადგილობრივ ბაზარზე კურსდამთავრებულების პროფილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ შეესაბამება. საქართველო გამოირჩევა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებზე სტუდენტების უჩვეულოდ მაღალი წილით, ხოლო განათლების, პროფესიული და ტექნიკური მიმართულებების სტუდენტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია. აღნიშნული შეუსაბამობა დასაქმების მაჩვენებლებზეც აისახება – საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს, მაშინ, როცა OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 4.8%-ია.

2026 წლის უმაღლესი განათლების რეფორმა მიზნად ისახავს არსებული სტრუქტურული შეუსაბამობების შემცირებას მიმართულებების მეტი სპეციალიზაციის, პროგრამების სტრუქტურის ცვლილებისა და საჯარო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვების გზით. აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა გააუმჯობესოს რესურსების განაწილება და განათლების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, თუმცა, საბოლოო ეფექტი განხორციელების ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველო გამოირჩევა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებზე სტუდენტების უჩვეულოდ მაღალი წილით, ხოლო განათლების, პროფესიული და ტექნიკური მიმართულებების სტუდენტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია | Galt & Taggart

16.07.2026.19:56

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა