მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.8
-0.0287
flag
AZN 1.5379
-0.0005
flag
CNY 38.764
-0.0042
flag
EUR 3.0265
-0.005
flag
GBP 3.5374
-0.0088
flag
KZT 56.64
-0.0007
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6145
-0.0007
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, უნივერსიტეტსა და კორპორაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, პროფესიული განვითარების, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტთა პრაქტიკული მომზადებისა და კვალიფიციური კადრების აღზრდის მიმართულებით. შეთანხმების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარებას, სტაჟირების პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, თანამედროვე შრომის ბაზარი მაღალკვალიფიციურ, კონკურენტუნარიან და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებულ სპეციალისტებს მოითხოვს, რაც აკადემიური სექტორისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას განაპირობებს. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პარტნიორობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას, მათი დასაქმების ხელშეწყობასა და ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის საჭირო კადრების მომზადებას. მისივე თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში ასევე იგეგმება თემატური სემინარების, ტრენინგების, საჯარო ლექციების, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ დარგში არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს.

„თანამედროვე ეკონომიკა სულ უფრო მეტად საჭიროებს როგორც მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, ისე პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ პროფესიონალებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პარტნიორული ურთიერთობების განვითარება განათლების, მეცნიერებისა და ინდუსტრიის ეფექტიან ინტეგრაციას უზრუნველყოფს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა რეალურ გარემოში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ თანამედროვე ინდუსტრიულ პროცესებსა და დარგში მიმდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებს. მემორანდუმი ქმნის ფართო შესაძლებლობებს ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის და ასევე მოიცავს პროფესიული განათლების კომპონენტსაც. დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებას, არამედ გამოყენებითი კვლევების გაძლიერებას, ინოვაციური იდეების წარმოჩენას და კვლევების შედეგების დანერგვას ეკონომიკურ საქმიანობაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და რჩება ქვეყნის ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და საინჟინრო განვითარების პროცესის აქტიურ მონაწილედ. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მათ მისცემს არა მხოლოდ ფუნდამენტურ ცოდნას, არამედ შესაძლებლობას, სწავლის პროცესშივე დაეუფლონ პროფესიას“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან ერთად, ფილადელფიაში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში - ICM 2026 - მიიღო მონაწილეობა

18.08.2026.13:39

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ნატროშვილმა ფილადელფიაში (აშშ) გამართულ მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში (International Congress of Mathematicians - ICM 2026) მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობთ, მათემატიკის მიმართულებით ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ფორუმზე, რომელსაც პენსილვანიის საკონფერენციო ცენტრმა (Pennsylvania Convention Center) უმასპინძლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნატროშვილმა მოხსენება - „შერეული საწყის-სასაზღვრო-გადაცემის ამოცანები კომპლექსური მრავალშრიანი სტრუქტურებისთვის“ (Mixed Initial-Boundary-Transmission Problems for Complex Multi-Layered Structures) - დიფერენციალური განტოლებების სექციაზე წარადგინა.

კონგრესის ფარგლებში პროფესორ დავით ნატროშვილს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა და უახლეს სამეცნიერო შედეგებზე ემსჯელა არაერთ მსოფლიო დონის მეცნიერთან. მათ შორის იყვნენ ტერენს ტაო, კარლოს კენიგი, ინგრიდ დოუბეჩი, ნიმა ანარი, თამარ ციგლერი, ფენგ ქსუ, რემი როდესი და ულრიკე ტილმანი, ასევე სხვა ცნობილი მკვლევრები.

„საგულისხმოა, რომ კონგრესი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და თანამედროვე მათემატიკის მრავალ მიმართულებას განიხილავს. მისი მიზანია როგორც უახლესი სამეცნიერო შედეგების წარმოჩენა, ისე დარგის მომავალი განვითარების მიმართულებათა განხილვა. აღსანიშნავია, რომ ამ მეცნიერთა ნაწილი თავად ხელმძღვანელობს საერთაშორისო მათემატიკური საზოგადოების უმნიშვნელოვანეს პროექტებსა თუ ინსტიტუტებს. მაგალითად, კარლოს კენიგი მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის (IMU) ყოფილი პრეზიდენტია, ხოლო თამარ ციგლერი 2023–2026 წლების IMU-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კონგრესის ფარგლებში გამართულ დისკუსიებსა და პროფესიულ შეხვედრებს, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი კვლევითი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას ქმნის. მსგავს ფორუმებში ქართველი მეცნიერის ჩართულობა ხელს უწყობს როგორც კონკრეტული სამეცნიერო ინსტიტუტის - ამ შემთხვევაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - მიღწევების საერთაშორისო აღიარებას, ისე ქართული მათემატიკური სკოლისთვის ახალი პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას“, - აცხადებს დავით ნატროშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ დავით ნატროშვილის მონაწილეობა ICM 2026-ში ქართული მათემატიკური სკოლის საერთაშორისო აღიარების დასტურია. მისი მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა მათემატიკური ფიზიკის, ელასტიურობის თეორიისა და დიფერენციალური განტოლებების სფეროს უკავშირდება. მეცნიერის კვლევები ფოკუსირებულია კომპოზიტურ და ფენოვან ანიზოტროპულ სტრუქტურებში შერეული სასაზღვრო-ტრანსმისიული ამოცანების შესწავლაზე, პოტენციალთა მეთოდისა და ფსევდოდიფერენციალური განტოლებების თეორიის გამოყენებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა