მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, მემორანდუმთან ერთად მხარეებმა „პრაქტიკის ხელშეკრულება“ გააფორმეს, რომლის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე შემუშავებული ახალი სამაგისტრო პროგრამისთვის - „სატრანსპორტო პროცესების მომსახურება“, გამოყენებითი კომპონენტის უზრუნველყოფა.

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საგანმანათლებლო პროგრამა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. როგორც პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, ამ ეტაპზე პროგრამა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აკრედიტაციის პროცედურებს გადის.

„სატრანსპორტო სექტორი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სატრანზიტო პოტენციალის ათვისების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი, გარემოსდაცვითი სტანდარტები და საგზაო უსაფრთხოების ახალი რეგულაციები მოითხოვს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადებას. სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმა, რომლის ძირითადი პათოსი უმაღლესი განათლების რეალურ ეკონომიკასთან, შრომის ბაზარსა და სახელმწიფო დარგობრივ ინსტიტუციებთან მჭიდრო ინტეგრაციას გულისხმობს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის პარტნიორობის გაღრმავება ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი და პრეცედენტული ნაბიჯია. თანამშრომლობა იძლევა შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გაძლიერდეს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. ახალი სამაგისტრო პროგრამის - „სატრანსპორტო პროცესების მომსახურება“, სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებას უშუალოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბაზაზე გაივლიან. ამასთანავე, ჩვენი აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს და გააგრძელებს სააგენტოს თანამშრომლებისთვის მოკლე და გრძელვადიანი საგანმანათლებლო თუ სერტიფიცირების პროგრამების შემუშავებასა და შეთავაზებას დარგის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. პარალელურად, მხარეები ვიმუშავებთ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე, რომლებიც მიმართული იქნება საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის, ეფექტურობის, საგზაო უსაფრთხოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისაკენ“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, აკადემიური სექტორისა და სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობა დარგის განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, უნივერსიტეტისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პარტნიორობა ასახავს მხარეების საერთო ხედვას მდგრადი განვითარების მიმართულებით. მისივე განცხადებით, უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის გაფორმებული განახლებული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებისა და წამყვანი საინჟინრო სკოლის ერთობლივი სამუშაო პროცესი უზრუნველყოფს სატრანსპორტო დარგის სტაბილურ, ინოვაციურ და მდგრად განვითარებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილება. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ, სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პროფესიული უნარები უშუალოდ სატრანსპორტო სფეროში განივითარონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტსა და დარგის წამყვან ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიციური კადრების მომზადებას შეუწყოს ხელი“, - აცხადებს პროფესორი თამარ წერეთელი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image გივი მიქანაძემ დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

07.10.2026.19:58

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე ბრიტანეთის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქეით ევარტ-ბიგსის და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე შარმიან ლივერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საბჭოს, როგორც სამინისტროს მრავალწლიანი პარტნიორის მნიშვნელოვან როლს და ყურადღება გაამახვილა ინგლისური ენის სწავლების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრანსნაციონალური განათლებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებებზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტი „Future English“, რომელიც ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაძლიერებასა და თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტრანსნაციონალური განათლების (TNE) მიმართულებით თანამშრომლობა და საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის განვითარება იყო.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა და განახორციელონ ახალი ერთობლივი ინიციატივები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორის მოადგილე ქრისტიან დანკანი და ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი ზაზა ფურცელაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა