მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

news image
mbc image

„ენა მხოლოდ სიტყვათა ერთობლიობა არ არის. ის ხალხის ისტორიული გამოცდილების საცავი, სამყაროს აღქმის განსაკუთრებული ფორმა, წინაპართა ხსოვნა და მომავალი თაობებისთვის გადაცემული სულიერი მემკვიდრეობაა. ენაში ცოცხლობს ხალხის აზროვნება, მისი მითოსი, ზეპირსიტყვიერება, ტკივილი, სიხარული და ის უხილავი კავშირი, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ, როდესაც აფხაზური ენის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ენის, არამედ საქართველოს კულტურული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილის, ჩვენი ისტორიული თანაცხოვრების გამოცდილებისა და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ამ მემკვიდრეობის დაცვისა და მომავლისთვის გადაცემის საქმეში. აფხაზეთი განუყოფელია საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი სივრცისგან. მისი მნიშვნელობა ვერ დაიყვანება მხოლოდ გეოგრაფიულ საზღვრებამდე ან ისტორიის ცალკეულ პერიოდებამდე. აფხაზეთი ღრმად არის ჩაზრდილი ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებაში. მისი კულტურული სახე, არქიტექტურული ძეგლები, ზეპირსიტყვიერება, მუსიკა, ტრადიციები და ენა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საერთო სურათს ქმნის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეებისადმი და აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის პირველი ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური სკოლის - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი და ცოდნის ინჟინერია“ - გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეების ფარგლებში, აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი პირველი ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური სკოლა - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი და ცოდნის ინჟინერია“ ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევრები, მათ შორის ილინოისის (აშშ) ურბანა-შემპეინის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში ალექსანდრე მასხარაშვილი და ლინცის იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტის (ავსტრია) სიმბოლური გამოთვლების კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თემურ კუცია.

ღონისძიება აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა ღონისძიების მონაწილეებს, ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამდენად მისი დაცვა-შენარჩუნება, კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების ერთ-ერთ მთავარ მდგენელს წარმოადგენს.

„ჩვენ ვზრდით მომავალ ინჟინრებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ლიდერებს, მაგრამ ამავე დროს ვზრდით ადამიანებს, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების შექმნით არ იზომება. იგი იზომება იმითაც, თუ რამდენად შეგვიძლია დავიცვათ ადამიანური ღირსება, შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ცოდნა საზოგადოებრივი თანხმობის სამსახურში ჩავაყენოთ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი აკადემიური პოტენციალით შეუძლია ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და კულტურის დაახლოებას, ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებას და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ემსახურება. ამ მოცემულობაში განსაკუთრებული როლი ახალგაზრდობას ეკისრება. მათ უნდა დაინახონ, რომ ისტორიის ცოდნა წარსულში ჩაკეტვას არ ნიშნავს. პირიქით, ეს არის მომავლის გააზრებულად შექმნის წინაპირობა. როდესაც აფხაზეთზე ვსაუბრობთ, მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი საკმარისი არ არის. ამ თემას ადამიანური განზომილებაც აქვს - ოჯახების ხსოვნა, დაკარგული ურთიერთობები, იძულებით დაშორებული ადამიანები და საერთო მომავლის რწმენა. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ენა, ისეთი მიდგომა, რომელიც არ გააღრმავებს გაუცხოებას და პატივს სცემს ადამიანურ ღირსებას, ისეთი მომავლის ხედვა, რომელშიც მშვიდობა, ურთიერთაღიარება და თანამშრომლობა რეალურ შესაძლებლობად იქცევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას წარმოადგენს აფხაზური ენის, როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, დაცვა, შენარჩუნება და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემა. გვჯერა, რომ თანმიმდევრული, მშვიდობაზე, ნდობის აღდგენასა და საერთო ინტერესებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა ხელს შეუწყობს ისტორიული კავშირების განმტკიცებას და იმ დღის მოახლოებას, როდესაც აფხაზეთი მშვიდობიანად დაიბრუნებს თავის ღირსეულ ადგილს ერთიან ქართულ სახელმწიფოში“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგნენ მკვლევრები: პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე - სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია - სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი; პროფესორი ავთანდილ გაგნიძე - აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო კვლევების და განვითარების მიმართულებით; ასოციირებული პროფესორი ივანე (მამუკა) გიორგაძე - სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი; პროფესორი მიხეილ რუხაია - თსუ-ის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; პროფესორი ბესიკ დუნდუა - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერი და თსუ გმი ინსტიტუტის პროგრამირების განყოფილების ხელმძღვანელი; მაგისტრი რიტა მარღანია - სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენებისა და აზროვნების მათემატიკური შესწავლის ჯგუფის წევრი; ასოცირებული პროფესორი რატი სხირტლაძე - კავკასიის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ხელმძღვანელი.

გამოსვლების დასრულების შემდეგ მკვლევრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და საერთაშორისო სტუდენტური სკოლის პირველი დღის შედეგები შეაჯამეს. ინტერაქციული დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის როლს მცირერესურსოვანი ენების ციფრული გადარჩენის საქმეში. ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი გამოხატეს იმ გამოთვლითი მოდელების მიმართ, რომელთა მეშვეობითაც აფხაზური ენობრივი მონაცემების დამუშავება და შენარჩუნებაა შესაძლებელი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეების ფარგლებში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი პირველი ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური სკოლა - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი და ცოდნის ინჟინერია“ მუშაობას მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაასრულებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

27.10.2026.17:48

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა