საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების კონკურსი“ ჩატარდა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებში ინოვაციური, შემოქმედებითი და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და გლობალური კონკურენცია სწრაფი ტემპით ვითარდება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას, კრიტიკულ აზროვნებასა და საჭირო პროფესიულ უნარებს შესძენს“, - ამის შესახებ სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების კონკურსის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო კონკურსი, რომელიც სტუდენტებში სამეწარმეო და ინოვაციური აზროვნების სტიმულირებას, გამოცდილების გაზიარებასა და შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება, Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის პროექტის - „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (LISS24: Learn – Innovate – Sell – Succeed) სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. საავტორო ინოვაციური პროექტების პრეზენტაციებით, სტუ-ის სტუდენტებთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდებიც წარდგნენ.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონკურსში ასევე ჩაერთნენ პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების გუნდები სომხეთიდან. როგორც ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, კონკურსის მონაწილეებმა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ინოვაციური იდეები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრად განვითარებას ეხებოდა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტ LISS24-ის ფარგლებში ახალგაზრდები ჩაერთნენ მულტიკულტურულ საერთაშორისო თანამშრომლობაში და თავიანთი იდეები ფართო აკადემიურ აუდიტორიას, საერთაშორისო ექსპერტებსა და პოტენციურ პარტნიორებს წარუდგინეს. სწორედ ამ პროცესში იძენენ ახალგაზრდები მნიშვნელოვან გამოცდილებას პროექტების მართვის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პროფესიული პრეზენტაციის მიმართულებით, ეს კი ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და მნიშვნელოვნად აფართოებს სამომავლო პერსპექტივას. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიზიარონ განსხვავებული გამოცდილება, გაეცნონ თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელებსა და ტექნოლოგიურ ტენდენციებს, რაც საბოლოო ჯამში ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას. ამავდროულად, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის ინსტიტუციურ განვითარებასიც, რადგან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ცოდნის, კვლევითი გამოცდილებისა და ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებას“, - აღნიშნავს ბორის გითოლენდია.
სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, პროექტი LISS24 ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის აკადემიური და კვლევითი კოლაბორაციის გაღრმავებას.
„საერთაშორისო კონკურსი სტუდენტებსა და ახალგაზრდა ინოვატორებს შესაძლებლობას უქმნის განავითარონ ორიგინალური სტარტაპ იდეები, პრაქტიკაში გამოსცადონ ინოვაციური ხედვები და საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში ღირსეულად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებით კარგად მუშაობს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში და ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის, კრეატიული აზროვნებისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას. ამ ტიპის თანამშრომლობა არა მხოლოდ პროფესიული განვითარების საფუძველს ქმნის სტუდენტებისთვის, არამედ ხელს უწყობს რეგიონში ერთიანი ინოვაციური და კვლევითი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით - მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს რეგიონული და საერთაშორისო ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას. მიგვაჩნია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ახალი თაობის პროფესიონალთა ინტელექტუალური პოტენციალია. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთონ თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესებში, განავითარონ კვლევითი და პრაქტიკული უნარები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნისა და რეგიონის მდგრად განვითარებაში“, - აცხადებს თამარ წერეთელი.
სტუ-ის ინფორმაციით, ჟიურიმ, რომელიც ევროპის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, სტუდენტთა პრეზენტაციები აქტუალობის, ინოვაციურობისა და პრაქტიკაში რეალური გამოყენების შესაძლებლობის მიხედვით შეაფასა. გამარჯვებულ კონკურსანტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
სხვა სიახლეები
თანადაფინანსება შვეიცარიულ საერთასორისო სკოლაში - რატომ ირჩევენ მშობლები SIST-ს
08.06.2026.13:16
შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის მთავარი მისიაა, შექმნას გარემო, სადაც მოსწავლის შრომისმოყვარეობა და ნიჭი სათანადოდ ფასდება. სწორედ ამიტომ, SIST- ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც მოტივირებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
გიზიარებთ SIST-ის მოსწავლის მშობლის გულწრფელ გამოცდილებას, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მსგავსი მხარდაჭერა გადამწყვეტი და რას ნიშნავს ნდობა სკოლის მიმართ.
ფინანსური მხარდაჭერა, როგორც მოტივაციის წყარო
ხშირად, დიდი სურვილისა და ბავშვის მონდომების მიუხედავად, კერძო სკოლაში სწავლა ოჯახებისთვის ფინანსურ ბარიერებთანაა დაკავშირებული. როგორც მე-5 კლასის მოსწავლის თეკლა ღვინიაშვილის მშობელი ანა ნასუაშვილი აღნიშნავს, თანადაფინანსებამ მათ ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალება მისცა:
"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თანადაფინანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შევძლებდი ბავშვის სკოლაში გადმოყვანას. ის, რომ შრომა და სწავლა ფასდება, როგორც ბავშვისთვის ისე მშობლისთვის, არის დიდი მოტივაცია. დაფინანსება, გარდა ფინანსური დახმარებისა, არის ბავშვისთვის ძლიერი მოტივაცია",- აცხადებს ანა ნასუაშვილი.
მისივე თქმით, შვეიცარიული სკოლის არჩევისას ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა:
ინდივიდუალური მიდგომა და მოსწავლის დამოუკიდებლობა
სკოლის აკადემიური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა.
"არსებული კერძო სკოლებიდან რაც არასოდეს არ მიმიღია არის ის, რომ ბავშვს თუ რამე არ ესმის ინდივიდუალურად არ ხდება საკითხის განხილვა, მაინც უწევს მშობელს თავისი ძალების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მშობლის ჩართულობაც, მაგრამ, მასიურად ყველა საგანში დახმარებას არ ვემხრობი. შვეიცარული სკოლის მიმართ ეს პრეტენზია ვიცი არ მექნება",-აღნიშნავს ანა ნასუაშვილი.
შვეცარიული სკოლა ამაყობს ყველა შრომისმოყვარე და დამოუკიდებელი მოსწავლით. სკოლის მიზანია, გაამართლოს მშობლების იმედები და თითოეულ ბავშვს მისცეს ის ხარისხიანი განათლება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.
თანდაფინანსების შესახებ მეტ ინფრომაციისთვის ეწვიეთ ბმულს.