მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.9
-0.0034
flag
AZN 1.5354
-0.0002
flag
CNY 38.917
-0.0018
flag
EUR 3.0342
-0.0022
flag
GBP 3.5336
-0.0014
flag
KZT 58.29
0.0088
flag
TRY 0.0538
0
flag
USD 2.6101
-0.0003
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მასპინძელი უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა გია ჭიჭინაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ ჩინური უნივერსიტეტის პროფესორებს - ვეი ფენგს, გუო ჟინგუანსა, რენ ქსიაოქსიუნს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი უნივერსიტეტების წამატებულ პროქტებზე ისაუბრეს, მომავალი თანამშრომლობის მიმართულებით ორმხრივ მიმზიდველი სფეროები განიხილეს, ასევე, ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობებზე ყურადღება გაამახვილეს.

როგორც ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა გააღრმავებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას დარგობრივი მიმართულებით და ამასთან ერთად, მხარეებს ინოვაციური მიდგომების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს. მისი თქმით, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევითი მეთოდების გაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების, საერთაშორისო საგრანტო ინიციატივებისა და აკადემიური პროგრამების განვითარებას. სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, საერთო კვლევების განხორციელება და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში აქტიური ჩართულობა ორივე უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობისა და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მაღალი ხარისხის განათლებისა და ინოვაციური კვლევების განვითარებისათვის.

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის პროფესორმა ვეი ფენგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საინტერესო და საქმიანი შეხვედრისთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი საინჟინრო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალი აქვს, რაც ორ უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის მყარ საფუძველს ქმნის. პროფესორმა ფენგმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი კონკრეტული შეთანხმებებსა და სამომავლო ერთობლივ ინიციატივებს დაუდებს საფუძველს.

სტუ-ის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია

11.09.2026.11:54

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. 

სტუდენტს მობილობის შედეგის ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლია.

მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით და გაიაროს ჩარიცხვისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, წარადგინოს პირადი საქმის ასლები. საბოლოო ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის საფუძველზე.

მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს აღიარებული კრედიტების ოდენობას. სტუდენტს უფლება აქვს, გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას და წერილობით დააფიქსიროს თანხმობა ან უარი. უარის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.

სტუდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის, გასაუბრების, შემოქმედებითი ტურის ან სხვა კონკურსის გავლა. შესაბამისი მოთხოვნები მითითებულია მობილობის ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის შესახებ ინფორმაციის „შენიშვნის“ გრაფაში.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, 11-21 სექტემბერს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახავენ, ხოლო სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურები 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დაუკავშირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს - (+995 32) 2 200 220.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა