საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჩინეთსა და საქართველოს შორის ცივილიზაციათა დიალოგისა და თანამშრომლობის კვლევითი ცენტრი” გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სტუ-სა და ჩინეთის ლანჯოუს ტექნოლოგიის უნივერსიტეტს (Lanzhou University of Technology) შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ჩინეთსა და საქართველოს შორის ცივილიზაციათა დიალოგისა და თანამშრომლობის კვლევითი ცენტრი” გაიხსნა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ჩინურ-ქართული კვლევითი ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ და ლანჯოუს ტექნოლოგიის უნივერსიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლი ცზივეიმ გახსნეს.
„ჩინეთსა და საქართველოს შორის ცივილიზაციათა დიალოგისა და თანამშრომლობის კვლევითი ცენტრის” გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე (მამუკა) გიორგაძე, ფაკულტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები და სტუდენტები, ასევე, ჩინური უნივერსიტეტის დელეგაციის აკადემიური პერსონალი - იანგ მინი, ჟუ ჩანგბინგი და ძიაო ცზი.
როგორც გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, „ჩინეთსა და საქართველოს შორის ცივილიზაციათა დიალოგისა და თანამშრომლობის კვლევითი ცენტრის“ დაფუძნება მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. პროფესორ ზურაბ გუდავაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლანჯოუს ტექნოლოგიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საქართველოსა და ჩინეთის შორის პარტნიორობის განმტკიცების საერთო მიზანს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. მისი თქმით, უნივერსიტეტებს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი ქმნის მყარ საფუძველს ერთობლივი კვლევების, აკადემიური ინიციატივებისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარებას.
„საქართველო და ჩინეთი ისტორიულად დაკავშირებულნი არიან აბრეშუმის გზის მემკვიდრეობით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ცივილიზაციებს შორის დიალოგის, ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთგაცვლის უნიკალურ სივრცეს. დღეს ამ ტრადიციას ჩვენ ვაგრძელებთ აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გზით. დარწმუნებული ვართ, რომ ახლადგახსნილი კვლევითი ცენტრი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეუქმნის ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს ერთობლივ კვლევებსა და გაცვლით პროგრამებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის მხრივ, რაც მათ პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ.
ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის ლი ცზივეის განცხადებით, საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის ძველი გზის კონტექსტში ცივილიზაციებს შორის დამყარებული კავშირის გაძლიერება ურთიერთშემეცნებითა და თანამშრომლობით არის შესაძლებელი. მისი თქმით, ლანჯოუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გამოხატავს სრულ მზაობას, ეფექტიანად ითანამშრომლოს ქართველ კოლეგებთან, რათა ცენტრმა უნიკალური მახასიათებლები შეიძინოს და ამასთან ერთად, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობას.
სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ „ჩინეთსა და საქართველოს შორის ცივილიზაციათა დიალოგისა და თანამშრომლობის კვლევითი ცენტრი“ ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი ინიციატივების განხორციელებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციით დაიწყებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჩინეთსა და საქართველოს შორის ცივილიზაციათა დიალოგისა და თანამშრომლობის კვლევითი ცენტრი” გაიხსნა
24.06.2026.18:48