მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგოდამზოგი ტექნოლოგიებისა და გარემოს ინჟინერიის საკითხებზე VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - „ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ გაიმართა. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს ენერგოეფექტურობის, გარემოს დაცვისა და მდგრადი საინჟინრო განვითარების აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიების თანადამფუძნებლები არიან ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი და ტაშკენტის არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის უნივერსიტეტი.

სემინარი გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა. მისასალმებელი სიტყვით ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ სემინარის მიზნებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობას ენერგოდამზოგი ტექნოლოგიებისა და გარემოს ინჟინერიის მიმართულებით.

„ენერგოეფექტურობა და გარემოსდაცვითი მდგრადობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური და საზოგადოებრივი გამოწვევაა. ენერგორესურსების რაციონალური გამოყენება, გარემოზე ტექნოგენური ზემოქმედების შემცირება და ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებების დანერგვა მოითხოვს არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ კვლევებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტების მჭიდრო თანამშრომლობას. ამ კონტექსტში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო სემინარი მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო ცოდნის გაცვლის, ისე პროფესიული დიალოგისა და ახალი თანამშრომლობითი შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით.

კვლევების შედეგები, თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება ქმნის საფუძველს ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული რესურსების ეფექტიან გამოყენებას, საინჟინრო სისტემების გაუმჯობესებასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გვიშიანმა.

სემინარზე 20 ქვეყნის მეცნიერთა მონაწილეობით 58 სამეცნიერო ნაშრომი იყო წარმოდგენილი.

სემინარში მონაწილეობდნენ უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და სომხეთის წამყვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებიდან. მოხსენებებით წარდგნენ სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები სტეფან კავანი და ჟანა რედინოვა; ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეცნიერები მაია ბრუკი და მალგოჟატა კორალ-კოვალჩუკი; სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის (NUACA) წარმომადგენლები სამველ საჰაკიანი, არესტაკ სარუხანიანი და სტეფან ხაჩატრიანი. სამეცნიერო მოხსენებებით ასევე წარდგნენ აკადემიკოს ეგიაზაროვის წყლის პრობლემებისა და ჰიდრავლიკური ინჟინერიის ინსტიტუტის პროფესორები ჰოვანეს ტოკმანჯიანი და ვაჩე ტოკმანჯიანი.

სტუ-ის ინფორმაციით, VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი „ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ ოთხ დღეს გასტანს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგოდამზოგი ტექნოლოგიებისა და გარემოს ინჟინერიის საკითხებზე VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გაიმართა

28.10.2026.16:21

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა