საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დოქტორ კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია გაიმართა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ ტექნოლოგიური და საინჟინრო ცოდნის ცენტრი არ არის. ჩვენი უნივერსიტეტის მისია მოიცავს ეროვნული კულტურის, ისტორიული მეხსიერებისა და ჰუმანიტარული ღირებულებების დაცვასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ქართული კულტურისა და ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ფიგურებს ეძღვნება. კონსტანტინე გამსახურდისა საჯარო ლექციის თემა უკავშირდება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქართველ მწერალს - დიდ კონსტანტინე გამსახურდიას, რომლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ლიტერატურის განვითარებაზე, ეროვნულ თვითშეგნებასა და თვითმყოფადობაზე. მისი ნაწარმოებები არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებებით გამოირჩევა, არამედ ასახავს ქართველი ერის ისტორიულ გამოცდილებას, სულიერ ძიებებს, თავისუფლების იდეალსა და კულტურულ იდენტობას”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებულ პროფესორ კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას საჯარო ლექციის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციას - „კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება“ - რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ეგიდით გაიმართა, მკვლევრები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც სტუ-ის რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ აკადემიურ და კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ეროვნული მემკვიდრეობის, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში ჰუმანიტარული ცოდნის გაღრმავებასა და სამეცნიერო დისკუსიების განვითარებას. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საჯარო ლექცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტში აკადემიური დიალოგის, კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და ახალგაზრდების ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
„კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება დღემდე რჩება კვლევის, განხილვისა და ახალი ინტერპრეტაციების საგნად. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო ღრმად გავიაზროთ ჩვენი ისტორია, კულტურა და ის ღირებულებები, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ კოკო გამსახურდიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და ჩვენი სტუდენტებისა და საზოგადოებისათვის თავისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა გამოჩენილი კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, მისი შემოქმედების ძირითად თემატიკაზე, ისტორიულ-კულტურულ კონტექსტსა და იმ ღირებულებებზე, რომლებმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ ლიტერატურასა და ეროვნულ ცნობიერებაში. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები მომხსენებლისთვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ცნობისათვის, მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
სხვა სიახლეები
თანადაფინანსება შვეიცარიულ საერთასორისო სკოლაში - რატომ ირჩევენ მშობლები SIST-ს
08.06.2026.13:16
შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის მთავარი მისიაა, შექმნას გარემო, სადაც მოსწავლის შრომისმოყვარეობა და ნიჭი სათანადოდ ფასდება. სწორედ ამიტომ, SIST- ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც მოტივირებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
გიზიარებთ SIST-ის მოსწავლის მშობლის გულწრფელ გამოცდილებას, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მსგავსი მხარდაჭერა გადამწყვეტი და რას ნიშნავს ნდობა სკოლის მიმართ.
ფინანსური მხარდაჭერა, როგორც მოტივაციის წყარო
ხშირად, დიდი სურვილისა და ბავშვის მონდომების მიუხედავად, კერძო სკოლაში სწავლა ოჯახებისთვის ფინანსურ ბარიერებთანაა დაკავშირებული. როგორც მე-5 კლასის მოსწავლის თეკლა ღვინიაშვილის მშობელი ანა ნასუაშვილი აღნიშნავს, თანადაფინანსებამ მათ ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალება მისცა:
"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თანადაფინანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შევძლებდი ბავშვის სკოლაში გადმოყვანას. ის, რომ შრომა და სწავლა ფასდება, როგორც ბავშვისთვის ისე მშობლისთვის, არის დიდი მოტივაცია. დაფინანსება, გარდა ფინანსური დახმარებისა, არის ბავშვისთვის ძლიერი მოტივაცია",- აცხადებს ანა ნასუაშვილი.
მისივე თქმით, შვეიცარიული სკოლის არჩევისას ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა:
ინდივიდუალური მიდგომა და მოსწავლის დამოუკიდებლობა
სკოლის აკადემიური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა.
"არსებული კერძო სკოლებიდან რაც არასოდეს არ მიმიღია არის ის, რომ ბავშვს თუ რამე არ ესმის ინდივიდუალურად არ ხდება საკითხის განხილვა, მაინც უწევს მშობელს თავისი ძალების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მშობლის ჩართულობაც, მაგრამ, მასიურად ყველა საგანში დახმარებას არ ვემხრობი. შვეიცარული სკოლის მიმართ ეს პრეტენზია ვიცი არ მექნება",-აღნიშნავს ანა ნასუაშვილი.
შვეცარიული სკოლა ამაყობს ყველა შრომისმოყვარე და დამოუკიდებელი მოსწავლით. სკოლის მიზანია, გაამართლოს მშობლების იმედები და თითოეულ ბავშვს მისცეს ის ხარისხიანი განათლება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.
თანდაფინანსების შესახებ მეტ ინფრომაციისთვის ეწვიეთ ბმულს.