საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, აკაკი წერეთლის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივითა და ორგანიზებით, მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“, გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება, რომელსაც მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია (ჯაფარიძე), მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის (ლიეტუვა) პროფესორი რომუალდას გინევიჩიუსი, ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი) პროფესორი ილგარ მამადოვი, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის (ლიტვა) პროფესორი ვლადისლავას პეტრაშკევიჩიუსი, ვარმიისა და მაზურის უნივერსიტეტის (ოლშტინში) პროფესორი სტანისლავ ბიელსკი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.
„თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების საკითხები ვეღარ განიხილება მხოლოდ ტრადიციული ეკონომიკური თეორიებისა და მოდელების ფარგლებში. გლობალური გამოწვევები, ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაცია მოითხოვს არა მხოლოდ არსებული რეალობის გააზრებას, არამედ განვითარების ახალი პარადიგმების მეცნიერულ გააზრებასა და ფორმირებას. ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების თანამედროვე პროცესებში საქართველო იყოს არა მხოლოდ გლობალური ცვლილებების მონაწილე, არამედ მეცნიერულ ცოდნაზე, ინოვაციებსა და გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავების აქტიური მონაწილე. ამდენად, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
მოხარული ვართ, რომ კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის 160-ზე მეტი მეცნიერი, მკვლევარი და დოქტორანტი და წარმოადგინა 72 სამეცნიერო მოხსენება. ეს მასშტაბი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის ძიება მოითხოვს ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას, საერთაშორისო აკადემიურ დიალოგსა და მეცნიერების უწყვეტ განვითარებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და კვლევაზე დაფუძნებული განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულია. უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ისეთი ინტელექტუალური გარემოს შექმნა, რომელშიც მეცნიერება მონაწილეობს მომავლის ფორმირებაში“, - განაცხადა პროფესორმა თამარ წერეთელმა.
სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციაში უცხოელი სტუმრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო კვლევითი ცენტრების მეცნიერებმა და მკვლევრებმა. კონფერენციაზე მუშაობდა სამი სექცია: ეკონომიკის მდგრადი განვითარების პრობლემები და თანამედროვე გლობალური გამოწვევებით განპირობებული ტრანსფორმაციები; ეროვნული ეკონომიკის დარგების განვითარების ძირითადი მიმართულებები და ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური ასპექტები. პლენარულ სესიებზე ისეთი აქტუალური თემები განიხილეს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი ეკონომიკურ პროგნოზირებაში, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გავლენა საბანკო სისტემაზე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანური რესურსების მართვაში, მწვანე ენერგიის განვითარება და ეკონომიკური პოლიტიკა, რეგიონის მდგრადი განვითარების სტრატეგიები და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოება, საჯარო სექტორის საწარმოების პრივატიზაციის შედეგები საქართველოში, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ტრანსფორმაცია გლობალური გამოწვევების პირობებში, ბუნების ეკონომიკური ღირებულება და ბუნებრივი სიკეთეების შეფასება მდგრადი განვითარებისათვის, შრომის ბაზრის ციფრული ტრანსფორმაცია: მსოფლიო გამოცდილება და ქართული რეალობა, თანამედროვე სოციალური სახელმწიფო და მისი ტრანსფორმაცია და სხვა.
სხვა სიახლეები

26.10.2026.14:12