მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.9
-0.0034
flag
AZN 1.5354
-0.0002
flag
CNY 38.917
-0.0018
flag
EUR 3.0342
-0.0022
flag
GBP 3.5336
-0.0014
flag
KZT 58.29
0.0088
flag
TRY 0.0538
0
flag
USD 2.6101
-0.0003
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების გაცილების ღონისძიება გაიმართა

news image
mbc image

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ ასწლოვან უმაღლესი საინჟინრო სკოლაში - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულებას. თქვენ ღირსეულად გაიარეთ პროფესიული განვითარების გზა, რომელიც მომავალი წარმატებების საფუძველია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება დაგეხმარებათ გახდეთ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინოთ როგორც თქვენი ქვეყანა, ისე ჩვენი უნივერსიტეტი. თქვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ოჯახის წევრები ხართ. სასწავლო პროცესში გაიცანით ახალი კულტურა, შეიძინეთ მეგობრები, მიიღეთ ცოდნა და დააგროვეთ გამოცდილება, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გამოგადგებათ. მადლობას გახდით, რომ არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ. გისურვებთ წარმატებას, პროფესიულ წინსვლასა და მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევას“, - ამის შესახებ სტუ-ის ვიცე-რექტომა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ 2025/2026 აკადემიური წლის კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, კურდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ, ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.

მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-რექტორმა, უნივერსიტეტის სახელით, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სტუდენტებს აქტიური ჩართულობისა და წარმატებული აკადემიური საქმიანობისთვის. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტუდენტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში და მრავალფეროვან, საერთაშორისო აკადემიურ გარემოს ქმნიან.

თამარ ლომინაძემ ახალგაზრდებს სამომავლო წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ხოლო უნივერსიტეტთან მათი კავშირი მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დღეს უკვე მყარად არის დამკვიდრებული საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, რასაც უცხოელი ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ადასტურებს. განსაკუთრებით მოთხოვნადია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა არქიტექტურა, მშენებლობა, ბიზნესტექნოლოგიები, ინფორმატიკა, მთის მდგრადი განვითარება, დიზაინი. ეს ის სფეროებია, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს და ახალგაზრდებს კონკურენტუნარიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები სწორედ ამ პროგრამებს ირჩევენ, ნათლად მიუთითებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალ ხარისხზე, მათ შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტებსა და გლობალური შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტებისთვის მხოლოდ განათლების მიღების ადგილი არ იყოს, არამედ სივრცე, სადაც ისინი პროფესიულ ცოდნასთან ერთად მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებას, საერთაშორისო კონტაქტებსა და მეგობრულ გარემოსაც იძენენ“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლელა ჩიქოვანის განცხადებით, 2024/25 სასწავლო წელს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიღებაზე გამოცხადებული ადგილების 89% შეავსო, 2025/2026 სასწავლო წელს კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ საერთაშორისო სტუდენტების ინტერესი ყოველწლიურად მზარდია, რაც ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებასა და საგანმანათლებლო პროგრამების მაღალ ხარისხზე მეტყველებს. 2024/2025 სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტებისთვის გამოცხადებული ადგილების 89% შეივსო, ხოლო 2025/2026 სასწავლო წლისთვის ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა - ეს კი მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს. ამ შედეგს საფუძვლად უდევს უნივერსიტეტის თანმიმდევრული მუშაობა რამდენიმე მიმართულებით: საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, უცხოელი აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე მიღების პროცესის უზრუნველყოფა და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის. განსაკუთრებით მაღალი ინტერესია არქიტექტურის, მშენებლობის, ბიზნესტექნოლოგიების, ინფორმატიკისა და დიზაინის მიმართულებებზე, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი პროგრამები პასუხობს როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს, ისე თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა, არამედ მათთვის ისეთი აკადემიური და კულტურული გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ხარისხიანი განათლების მიღებას, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების შეძენას. სწორედ ამიტომ, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას“, - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, 2025/2026 სასწავლო წლის საერთაშორისო კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიებას ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი შაკიაშვილი უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს საქართველოში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება, ისაუბრეს კულტურულ მრავალფეროვნებაზე, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობასა და უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე. შეხვედრა თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა და სიმბოლური სიგელების, სამახსოვრო საჩუქრების გადაცემითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია

11.09.2026.11:54

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. 

სტუდენტს მობილობის შედეგის ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლია.

მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით და გაიაროს ჩარიცხვისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, წარადგინოს პირადი საქმის ასლები. საბოლოო ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის საფუძველზე.

მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს აღიარებული კრედიტების ოდენობას. სტუდენტს უფლება აქვს, გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას და წერილობით დააფიქსიროს თანხმობა ან უარი. უარის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.

სტუდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის, გასაუბრების, შემოქმედებითი ტურის ან სხვა კონკურსის გავლა. შესაბამისი მოთხოვნები მითითებულია მობილობის ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის შესახებ ინფორმაციის „შენიშვნის“ გრაფაში.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, 11-21 სექტემბერს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახავენ, ხოლო სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურები 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დაუკავშირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს - (+995 32) 2 200 220.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა