მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია - „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი”, გამართა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ქვრივიშვილმა საჯარო ლექცია - „ერთფაზა მოკლე შერთვის სიგნალების რეგისტრაცია, გარდაქმნები და ანალიზი”, გამართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ლექცია შეეხებოდა თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ მიმართულებას - ავარიული რეჟიმების კვლევას, სიგნალების ციფრულ დამუშავებასა და ელექტროსისტემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ერთფაზა მოკლე შერთვის პროცესების წარმოშობის მიზეზები, მათი ფიზიკური ბუნება და ის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ავარიული სიგნალების რეგისტრაციისა და ანალიზისთვის.

პროფესორმა მალხაზ ქვრივიშვილმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სიგნალების გარდაქმნის თანამედროვე მიდგომები, დროითი და სიხშირობრივი ანალიზის მეთოდები, ასევე რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემებში გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიები. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგოსისტემების საიმედოობისა და უსაფრთხოების საკითხებს, რადგან ერთფაზა მოკლე შერთვა ელექტროენერგეტიკულ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ავარიულ შემთხვევად მიიჩნევა.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ასოცირებული პროფესორის მალხაზ ქვრივიშვილის საჯარო ლექცია საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტის - „ენერგეტიკის ღია სივრცე“, ფარგლებში ჩატარდა. როგორც პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე აცხადებს, ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს სტუდენტებისთვის ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე, რომელიც მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და რეალურ საინჟინრო გამოწვევებთან დააკავშირებს. მისი თქმით, საჯარო ლექციები, დისკუსიები და სამეცნიერო შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას შეუთავსონ და დარგში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციები უკეთ გაიაზრონ.

„ერთფაზა მოკლე ჩართვის სიგნალების რეგისტრაციისა და ანალიზის საკითხები როგორც თეორიული თვალსაზრისით ასევე პრაქტიკულ დატვირთვასაც მნიშვნელოვანია, რადგან ელექტროენერგეტიკული სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება დამოკიდებულია ავარიული პროცესების დროულ აღმოჩენასა და სწორ მართვაზე. თემის აქტუალობას ზრდის ისიც, რომ დღეს ენერგოსისტემები უფრო მეტად ავტომატიზებული და ინტეგრირებულია ციფრულ ტექნოლოგიებთან. ამიტომ ინჟინრისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ არის საკმარისი, საჭიროა სიგნალების ანალიზის თანამედროვე მეთოდების ცოდნა, მონაცემთა ინტერპრეტაცია და პრაქტიკაში გამოყენება. აღნიშნული საკითხების შესწავლა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიგონ ელექტრული პროცესების ბუნება და პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ ინოვაციური დიაგნოსტიკური საშუალებები“, - აცხადებს დეკანი.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“, ყოველ ოთხშაბათს იწვევს სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საჯარო ლექციაზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image თანადაფინანსება შვეიცარიულ საერთასორისო სკოლაში - რატომ ირჩევენ მშობლები SIST-ს

08.06.2026.13:16

შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის მთავარი მისიაა, შექმნას გარემო, სადაც მოსწავლის შრომისმოყვარეობა და ნიჭი სათანადოდ ფასდება. სწორედ ამიტომ, SIST- ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც მოტივირებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გიზიარებთ SIST-ის მოსწავლის მშობლის გულწრფელ გამოცდილებას, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მსგავსი მხარდაჭერა გადამწყვეტი და რას ნიშნავს ნდობა სკოლის მიმართ.

ფინანსური მხარდაჭერა, როგორც მოტივაციის წყარო

ხშირად, დიდი სურვილისა და ბავშვის მონდომების მიუხედავად, კერძო სკოლაში სწავლა ოჯახებისთვის ფინანსურ ბარიერებთანაა დაკავშირებული. როგორც მე-5 კლასის მოსწავლის თეკლა ღვინიაშვილის მშობელი ანა ნასუაშვილი აღნიშნავს, თანადაფინანსებამ მათ ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალება მისცა:

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თანადაფინანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შევძლებდი ბავშვის სკოლაში გადმოყვანას. ის, რომ შრომა და სწავლა ფასდება, როგორც ბავშვისთვის ისე მშობლისთვის, არის დიდი მოტივაცია. დაფინანსება, გარდა ფინანსური დახმარებისა, არის ბავშვისთვის ძლიერი მოტივაცია",- აცხადებს ანა ნასუაშვილი.

მისივე თქმით, შვეიცარიული სკოლის არჩევისას ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა:

  • გადამზადებული პედაგოგები;
  • საგაკვეთილო პროცესის შემდეგ აქტივობები;
  • ლოკაცია.

ინდივიდუალური მიდგომა და მოსწავლის დამოუკიდებლობა

სკოლის აკადემიური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა.

"არსებული კერძო სკოლებიდან რაც არასოდეს არ მიმიღია არის ის, რომ ბავშვს თუ რამე არ ესმის ინდივიდუალურად არ ხდება საკითხის განხილვა, მაინც უწევს მშობელს თავისი ძალების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მშობლის ჩართულობაც, მაგრამ, მასიურად ყველა საგანში დახმარებას არ ვემხრობი.  შვეიცარული სკოლის მიმართ ეს პრეტენზია ვიცი არ მექნება",-აღნიშნავს ანა ნასუაშვილი.

შვეცარიული სკოლა ამაყობს ყველა შრომისმოყვარე და დამოუკიდებელი მოსწავლით. სკოლის მიზანია, გაამართლოს მშობლების იმედები და თითოეულ ბავშვს მისცეს ის ხარისხიანი განათლება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.

თანდაფინანსების შესახებ მეტ ინფრომაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა