მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო ენების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

news image
mbc image

„ქართულმა ენამ ქართველი ერი ურთულეს ისტორიულ ვითარებაში გააერთიანა, შეუნარჩუნა სახელმწიფოებრივი ცნობიერება და კულტურული უწყვეტობა. ქართულმა სიტყვამ, ქართულმა ხელნაწერმა, ქართულმა საგალობელმა და სამეცნიერო აზრმა შექმნა ის სულიერი სივრცე, რომელმაც ჩვენი ეროვნული არსებობა გადაარჩინა. დღეს, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ამ პასუხისმგებლობას ახალი განზომილება ემატება. აუცილებელია, რომ ქართული და აფხაზური ენები სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებში, ციფრულ პლატფორმებში, ენობრივ მოდელებში, ავტომატური თარგმნის სისტემებში, ხელოვნური ინტელექტის არქიტექტურაში, სამეცნიერო მონაცემთა ბაზებსა და გლობალურ საინფორმაციო სივრცეში. თუ სახელმწიფო ენა ვერ გახდება თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების ორგანული ნაწილი, ის თანდათან დაკარგავს ფუნქციურ შესაძლებლობებს, გავლენას და განვითარების პერსპექტივას. ჩვენი ვალია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი გამოვიყენოთ ეროვნული იდენტობის გასამტკიცებლად, კულტურული მრავალფეროვნების გასაძლიერებლად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, უნივერსიტეტში სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეორე საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში - კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ გაიმართა.

ღონისძიება, რომლის მუშაობაში ჩართულნი არიან ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები, მეცნიერ-მკვლევრები, განათლების სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული და აფხაზური ენების კულტურულ და ტექნოლოგიურ პერსპექტივებს, თანამედროვე ციფრულ ეკონომიკაში ენობრივი რესურსების მნიშვნელობას, ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

„მსოფლიო შედის ახალ ციფრულ რეალობაში, სადაც ინფორმაცია ძვირფასი რესურსია, ხარისხიანი განათლება - გლობალური კონკურენტუნარიანობის მთავარი ფაქტორი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები კი სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობა. ციფრული ტრანსფორმაცია ცვლის ადამიანთა ცხოვრების წესს, შრომის ბაზარს, კომუნიკაციის ფორმებსა და საზოგადოებრივი ურთიერთობების არქიტექტურას. თუმცა ამ მასშტაბურ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ჩნდება უმნიშვნელოვანესი კითხვები - მომავლის ციფრულ სამყაროში სად იქნება ეროვნული კულტურების, ენებისა და იდენტობების ადგილი? შეძლებენ თუ არა მცირე ერები საკუთარი სულიერი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას გლობალური ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში? სწორედ ამ კონტექსტში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას უნიკალური კულტურების მქონე მცირე ერების პასუხისმგებლობა თავიანთი ბუნებრივი ენების, ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მიმართულებით. სწორედ ენა არის ერის ისტორიული მეხსიერება, მისი სულიერი ენერგია, მსოფლმხედველობა, კულტურული კოდი და ეროვნული იდენტობისა და თვითშეგნების საფუძველი. ამიტომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, სადაც სახელმწიფო ენები ორგანულად იქნება ინტეგრირებული თანამედროვე ციფრულ და ტექნოლოგიურ სამყაროში. მადლობას მოვახსენებ ჩვენი უნივერსიტეტის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს და ბატონ კონსტანტინე ფხაკაძეს კონფერენციის ჩატარებისათვის. წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში - კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები“ ორი დღე გასტანს და მასზე განხილულ იქნება 20-ზე მეტი თემა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image თანადაფინანსება შვეიცარიულ საერთასორისო სკოლაში - რატომ ირჩევენ მშობლები SIST-ს

08.06.2026.13:16

შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის მთავარი მისიაა, შექმნას გარემო, სადაც მოსწავლის შრომისმოყვარეობა და ნიჭი სათანადოდ ფასდება. სწორედ ამიტომ, SIST- ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც მოტივირებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გიზიარებთ SIST-ის მოსწავლის მშობლის გულწრფელ გამოცდილებას, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მსგავსი მხარდაჭერა გადამწყვეტი და რას ნიშნავს ნდობა სკოლის მიმართ.

ფინანსური მხარდაჭერა, როგორც მოტივაციის წყარო

ხშირად, დიდი სურვილისა და ბავშვის მონდომების მიუხედავად, კერძო სკოლაში სწავლა ოჯახებისთვის ფინანსურ ბარიერებთანაა დაკავშირებული. როგორც მე-5 კლასის მოსწავლის თეკლა ღვინიაშვილის მშობელი ანა ნასუაშვილი აღნიშნავს, თანადაფინანსებამ მათ ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალება მისცა:

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თანადაფინანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შევძლებდი ბავშვის სკოლაში გადმოყვანას. ის, რომ შრომა და სწავლა ფასდება, როგორც ბავშვისთვის ისე მშობლისთვის, არის დიდი მოტივაცია. დაფინანსება, გარდა ფინანსური დახმარებისა, არის ბავშვისთვის ძლიერი მოტივაცია",- აცხადებს ანა ნასუაშვილი.

მისივე თქმით, შვეიცარიული სკოლის არჩევისას ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა:

  • გადამზადებული პედაგოგები;
  • საგაკვეთილო პროცესის შემდეგ აქტივობები;
  • ლოკაცია.

ინდივიდუალური მიდგომა და მოსწავლის დამოუკიდებლობა

სკოლის აკადემიური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა.

"არსებული კერძო სკოლებიდან რაც არასოდეს არ მიმიღია არის ის, რომ ბავშვს თუ რამე არ ესმის ინდივიდუალურად არ ხდება საკითხის განხილვა, მაინც უწევს მშობელს თავისი ძალების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მშობლის ჩართულობაც, მაგრამ, მასიურად ყველა საგანში დახმარებას არ ვემხრობი.  შვეიცარული სკოლის მიმართ ეს პრეტენზია ვიცი არ მექნება",-აღნიშნავს ანა ნასუაშვილი.

შვეცარიული სკოლა ამაყობს ყველა შრომისმოყვარე და დამოუკიდებელი მოსწავლით. სკოლის მიზანია, გაამართლოს მშობლების იმედები და თითოეულ ბავშვს მისცეს ის ხარისხიანი განათლება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.

თანდაფინანსების შესახებ მეტ ინფრომაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა