მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო ფორუმი - „ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის და სტუ-ის იუნესკოს კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი - „ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ფორუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავსა და პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის (ყოფილი მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა) დაარსებიდან 55 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ვაჟი - პოლიტიკოსი და ფინანსისტი ირაკლი ჩოგოვაძე, სტუ-ის იუნესკოს კათედრის კოორდინატორი, კულტურის პოლიტიკის, კულტურის კვლევებისა და უმაღლესი სახელოვნებო განათლების საერთაშორისო ექსპერტი, თეატრმცოდნე - პროფესორი ლევან ხეთაგური და რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი დავით საყვარელიძე.

ფორუმი, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე გამოწვევები, ინოვაციური მიდგომები, ხელოვნური ინტელექტის, პროგრამული ინჟინერიისა და ინფორმაციული სისტემების განვითარების პერსპექტივები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში მართვის ავტომატიზებული სისტემებისა და პროგრამული ინჟინერიის განვითარების ისტორია. მისივე თქმით, გოჩა ჩოგოვაძემ მნიშვნელოვანი სკოლა შექმნა, რომელმაც არაერთი წარმატებული მეცნიერი და სპეციალისტი აღზარდა.

„მსოფლიო დღეს განვითარების ახალ ეტაპზეა, სადაც ციფრული ტექნოლოგიები ტექნიკური პროგრესის, სახელმწიფოების ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სოციალური განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა. ხელოვნური ინტელექტი, დიდ მონაცემთა ანალიზი, კიბერუსაფრთხოება, პროგრამული ინჟინერია, ავტომატიზებული მართვის სისტემები და ციფრული კომუნიკაციები ქმნის იმ რეალობას, რომელიც აკადემიური სივრცისგან მოითხოვს მუდმივ განახლებას, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას და ინოვაციური ხედვების განვითარებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ფორუმები, რომლებიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებს, დარგის სპეციალისტებსა და ახალგაზრდებს, რათა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გააზრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა. ფორუმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განსაზღვრავს ისიც, რომ ის ეძღვნება აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავსა და პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის დაარსებიდან 55 წლის იუბილეს. გოჩა ჩოგოვაძის სახელი გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართული საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერების ისტორიაში. ის იყო მეცნიერი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მართვის ავტომატიზებული სისტემების, პროგრამული ინჟინერიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაში. მისი სამეცნიერო საქმიანობა ეფუძნებოდა არა მხოლოდ მაღალ პროფესიონალიზმსა და ფუნდამენტურ ცოდნას, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიური ხედვების ჩამოყალიბების უნარსაც. გოჩა ჩოგოვაძემ შექმნა ძლიერი სამეცნიერო სკოლა, რომელმაც არაერთი წარმატებული მკვლევარი და ინჟინერი აღზარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ახალგაზრდა თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი უნივერსიტეტის პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტი, რომელიც უკვე 55 წელია ემსახურება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და ტექნოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებას“, - განაცხადა ვიცე-რექტორმა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის შეფასებით, დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში ცხოვრობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მემკვიდრეობის დაფასება, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული ინჟინერიის განვითარებას. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ფორუმი ქმნის იმ მნიშვნელოვან სამეცნიერო-აკადემიურ გარემოს, რომელიც მეცნიერებსა და დარგის სპეციალისტებს ხელს უწყობს პროფესიული დიალოგის წარმართვასა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაში.

„ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ინტელექტუალურ და სამეცნიერო მემკვიდრეობას, რომელიც გამორჩეულმა მეცნიერებმა დაგვიტოვეს - მათ შორისაა აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე. ამავე დროს, აუცილებელია თანამედროვე მოთხოვნებთან თანხვედრაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა და ინოვაციური პროექტები, რათა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც დარჩეს ქვეყნის ტექნოლოგიური და საინჟინრო განვითარების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად“, - აღნიშნა დეკანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო ფორუმის - „ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტენდენციები“ - ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის - პროფესორ გია სურგულაძის ავტორობით გამოცემული წიგნების გამოფენა დაეთვალიერებინა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა

27.11.2026.22:11

რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.

ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.

კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.

IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა