მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით, ქვეყნის მასშტაბით ლიდერობას ინარჩუნებს

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოდან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების ოდენობის მხრივ კვლავაც ინაჩუნებს ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუციისა და უპირობო ლიდერის პოზიციას.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ევროკომისიის Dashboard-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Horizon Europe-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავაც რჩება ყველაზე წარმატებულ და მაღალბიუჯეტიან პარტნიორად საქართველოში. სტუ-ის მიერ მოზიდული Net EU Contribution (წმინდა ევროპული წვლილი) ათეულობით საგრანტო პროექტის ჯამს წარმოადგენს, რაც მას ქვეყნის მასშტაბით №1 სამეცნიერო ჰაბად აქცევს.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მრავალპროფილური საინჟინრო-ტექნოლოგიური კვლევითი აქტივობებით გამოირჩევა, მათ შორის ენერგეტიკაში, სამოქალაქო ინჟინერიასა და გარემოსდაცვით სფეროში. დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო ჯგუფების სტაბილური ლიდერობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რასაც ევროკომისიის ექსპერტების შეფასება ადასტურებს.

როგორც რექტორი აღნიშნავს, Horizon Europe-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სულ ახლახან კიდევ ერთი ახალი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ევროკომისიის ანალიტიკაში მოგვიანებით აისახება.

„სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნიდან Horizon Europe-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების ოდენობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ისევ რჩება ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციად. ეს აღიარება არის დასტური ჩვენს მეცნიერ-მკვლევართა სტრატეგიული ხედვისა და პროფესიონალიზმისა, რაც უნივერსიტეტსა და მის კვლევით ინსტიტუტებს კვლევებისა და ინოვაციების საერთაშორისო ეკოსისტემის სრულფასოვან მონაწილეებად აყალიბებს. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძეს - მათი ქმედითი მხარდაჭერის გარეშე საერთაშორისო სივრცეში ჩვენი სამეცნიერო თანამშრომლობა ასეთი ეფექტიანი ვერ იქნებოდა. მადლობას ვუხდი ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს და პროექტის მენეჯერებს სამეცნიერო პროექტების გენერირებისა და მათში სტუდენტების ჩართვისთვის, ადმინისტრაციის თანამშრომლებს - ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებაზე.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტაბილურ ლიდერობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის სახელდება ინსტიტუციური მხარდაჭერა - უნივერსიტეტში ეფექტიანად მოქმედებს საგრანტო ოფისი, რომელიც ჩვენს მეცნიერებს ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერების გადალახვაში დიდ დახმარებას უწევს; ტექნოლოგიური ფოკუსი - Horizon Europe-ის ისეთი პრიორიტეტები, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია ან მწვანე ენერგია, პირდაპირ თანხვედრაშია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილთან; და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბირთვული კვლევევის ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) ჩვენი მრავალწლიანი სამეცნიერო კოლაბორაცია, რაც ჩვენს მკვლევრებს საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანს ხდის. სულ ახლახან კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის ახალმა კვლევითმა პროექტმა კონსორციუმის ფარგლებში Horizon Europe-ის კიდევ ერთი მსხვილი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. ეს დაფინასება, რა თქმა უნდა, მოგვიანებით აუცილებლად აისახება ევროკომისიის Dashboard-ზე.

Horizon Europe-ში მონაწილეობა მოითხოვს არა მხოლოდ სამეცნიერო გონს, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ეფექტიანი კონკურენციისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის უნარებს. ის ფაქტი, რომ ევროკომისიის Dashboard-ის მიხედვით, კვლევითი პროექტების განსახორციელებლად მოპოვებული საგრანტო დაფინანსებით ჩვენი უნივერსიტეტი კვლავაც ლიდერობს, ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში სწორი მიმართულებით ვაგრძელებთ პოზიციონირებას“, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ევროკომისიის ოფიციალური მონაცემები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს, არამედ თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაჰყავს ქართული მეცნიერება.

„საერთაშორისო პროექტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფების მასშტაბური ჩართულობა იმის დასტურია, რომ უნივერსიტეტის სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნოლოგიური პოტენციალი არსებითად პასუხობს საერთაშორისო კვლევით სტანდარტებს, ხოლო ქართველ ინჟინრებსა და მკვლევრებს შეუძლიათ განსაკუთრებული როლი შეასრულონ თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების დაძლევაში“, - ამბობს თამარ ლომინაძე.

ცნობისათვის, Horizon Europe-ი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამაა, რომლის მიზანი სამეცნიერო კვლევის ინტეგრაცია, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიური პროგრესის გაძლიერებაა ევროპასა და მის პარტნიორ ქვეყნებში. პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა ასოცირებული ქვეყნის სტატუსით 2021 წლიდან სრულფასოვნად ხორციელდება, რაც ქართველ მეცნიერებსა და საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანაბარ პირობებში პოზიციონირების ფართო შესაძლებლობებს უქმნის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა

27.11.2026.22:11

რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.

ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.

კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.

IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა