მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ თურქმენეთში საერთაშორისო კონფერენციასა და სტუდენტურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „თურქმენეთის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია: თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისთვის“ და მესამე საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსში - „საერთაშორისო ურთიერთობები: მშვიდობიანი დიალოგის კულტურა“ მიიღეს მონაწილეობა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ცენტრალური აზიის 40-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას პროფესორი ბადრი ნაჭყებია ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი ვახტანგ მურადაშვილი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტები - ლაშა მესხი და ნიკა ნადარაია.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტის ვახტანგ მურადაშვილის თქმით, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თურქმენეთის, საქართველოს, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის ფედერაციის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციების წევრმა სტუდენტებმა. მისივე განცხადებით, კონკურსმა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, წარედგინათ საკუთარი ხედვები თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების, მშვიდობის, დიპლომატიისა და გლობალური თანამშრომლობის საკითხებზე.

„კონკურსი მხოლოდ აკადემიური შეჯიბრება არ ყოფილა - ეს კულტურათაშორისი დიალოგისა და საერთაშორისო ახალგაზრდული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სივრცეც იყო. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტებში გლობალური პასუხისმგებლობის, მშვიდობის კულტურისა და საერთაშორისო პარტნიორობის ღირებულებების გაძლიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარმოაჩინეს როგორც საკუთარი აკადემიური შესაძლებლობები, ისე ქართული საგანმანათლებლო პოტენციალი“, - აცხადებს ვახტანგ მურადაშვილი.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის - ბადრი ნაჭყებიას თქმით, კონკურსის მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა როგორც თეორიული ცოდნის, ისე ანალიტიკური და პრაქტიკული უნარების მიხედვით. როგორც ბადრი ნაჭყებია აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს: ლაშა მესხმა პირველი ადგილი აიღო, ხოლო ნიკა ნადარაიამ - მესამე. მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა მასპინძელი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის ვორქშოფები, მასტერკლასები და საჩვენებელი ლექციები ჩაატარეს.

სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ამჯერადაც ღირსეულად წარმოაჩინეს პირველი ქართული უმაღლესი საინჟინრო სკოლა და ქვეყანა. პროფესორ ზურაბ გუდავაძის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო კონკურსში სტუდენტების წარმატება, რაც ახალგაზრდების ნიჭიერების, მათი პედაგოგების პროფესიონალიზმის და ერთობლივი შრომის შედეგია.

„საერთაშორისო სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების წარმატებული მონაწილეობა და განსაკუთრებით, ჩვენი სტუდენტების გამარჯვება საერთაშორისო კონკურსში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტში შექმნილია გარემო, სადაც ახალგაზრდები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას, არამედ თანამედროვე გლობალური პროცესების სიღრმისეული გააზრების, აკადემიური დისკუსიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უნარებს. დღეს, როდესაც მსოფლიო განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას, უმნიშვნელოვანესია, უნივერსიტეტმა შეასრულოს ისტორიული მისია - იყოს ცოდნის, დიალოგის, მშვიდობისა და განვითარების კერა. სწორედ ამ კონტექსტში, კონფერენციის მთავარი თემატიკა - მშვიდობა, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა - განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მეცნიერები და სტუდენტები ამ გლობალური აკადემიური დისკურსის სრულფასოვანი მონაწილეები და წარმატებული წარმომადგენლები არიან. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა სტუდენტების გამარჯვება საერთაშორისო კონკურსში, რადგან ეს არის არა მხოლოდ ინდივიდუალური წარმატება, არამედ ქართული უმაღლესი განათლებისა და უნივერსიტეტის ინტელექტუალური პოტენციალის საერთაშორისო აღიარება. ეს შედეგი მოწმობს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ უნარი, კონკურენცია გაუწიონ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს თავიანთი ცოდნითა თუ ანალიტიკური აზროვნებით, ხოლო ღირებულებითი ხედვით ღირსეულად წარმოაჩინონ საქართველო საერთაშორისო სივრცეში. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებისა და მეცნიერების თანადგომას და ისეთი საგანმანათლებლო-კვლევითი გარემოს განვითარებას, რომელიც ახალი თაობის პროფესიონალების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ზურაბ გუდავაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image თანადაფინანსება შვეიცარიულ საერთასორისო სკოლაში - რატომ ირჩევენ მშობლები SIST-ს

08.06.2026.13:16

შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის მთავარი მისიაა, შექმნას გარემო, სადაც მოსწავლის შრომისმოყვარეობა და ნიჭი სათანადოდ ფასდება. სწორედ ამიტომ, SIST- ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც მოტივირებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გიზიარებთ SIST-ის მოსწავლის მშობლის გულწრფელ გამოცდილებას, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მსგავსი მხარდაჭერა გადამწყვეტი და რას ნიშნავს ნდობა სკოლის მიმართ.

ფინანსური მხარდაჭერა, როგორც მოტივაციის წყარო

ხშირად, დიდი სურვილისა და ბავშვის მონდომების მიუხედავად, კერძო სკოლაში სწავლა ოჯახებისთვის ფინანსურ ბარიერებთანაა დაკავშირებული. როგორც მე-5 კლასის მოსწავლის თეკლა ღვინიაშვილის მშობელი ანა ნასუაშვილი აღნიშნავს, თანადაფინანსებამ მათ ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალება მისცა:

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თანადაფინანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შევძლებდი ბავშვის სკოლაში გადმოყვანას. ის, რომ შრომა და სწავლა ფასდება, როგორც ბავშვისთვის ისე მშობლისთვის, არის დიდი მოტივაცია. დაფინანსება, გარდა ფინანსური დახმარებისა, არის ბავშვისთვის ძლიერი მოტივაცია",- აცხადებს ანა ნასუაშვილი.

მისივე თქმით, შვეიცარიული სკოლის არჩევისას ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა:

  • გადამზადებული პედაგოგები;
  • საგაკვეთილო პროცესის შემდეგ აქტივობები;
  • ლოკაცია.

ინდივიდუალური მიდგომა და მოსწავლის დამოუკიდებლობა

სკოლის აკადემიური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა.

"არსებული კერძო სკოლებიდან რაც არასოდეს არ მიმიღია არის ის, რომ ბავშვს თუ რამე არ ესმის ინდივიდუალურად არ ხდება საკითხის განხილვა, მაინც უწევს მშობელს თავისი ძალების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მშობლის ჩართულობაც, მაგრამ, მასიურად ყველა საგანში დახმარებას არ ვემხრობი.  შვეიცარული სკოლის მიმართ ეს პრეტენზია ვიცი არ მექნება",-აღნიშნავს ანა ნასუაშვილი.

შვეცარიული სკოლა ამაყობს ყველა შრომისმოყვარე და დამოუკიდებელი მოსწავლით. სკოლის მიზანია, გაამართლოს მშობლების იმედები და თითოეულ ბავშვს მისცეს ის ხარისხიანი განათლება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.

თანდაფინანსების შესახებ მეტ ინფრომაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა