მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ დაარსებიდან 65 წლისთავი საიუბილეო კონცერტით - “ტრადიციები გრძელდება” აღნიშნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საიუბილეო საღამო, რომლის მხარდამჭერი სტუ-სთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იყო, საუნივერსიტეტო კაპელის დაარსებას, მის მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობას, ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებაში უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა, პროფესორ-მასწავლებელთა და რექტორთა წვლილის აღნიშვნას მიეძღვნა.

საიუბილეო კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, სტუ-ის კაპელის სხვადასხვა თაობის ცნობილი სახეები, ასევე მოწვეული სტუმრები - ქართული მუსიკალური კულტურის წარმომადგენლები და საესტრადო შემსრულებლები.

საიუბილეო კონცერტზე, რომელსაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრმა უმასპინძლა, ვაჟთა სახალხო კაპელის მე-16 თაობა ქორმაისტერ ციცინო ფალავანდიშვილის დირიჟორობით მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა და ქართული ფოლკლორული და კლასიკური საგუნდო კომპოზიციები წარმოადგინა. მაყურებლის წინაშე ასევე წარდგნენ ვაჟთა საუნივერსიტეტო კაპელის ბაზაზე ჩამოყალიბებული ხალხურ საკრავთა ჯგუფი, ვოკალური კვარტეტი “ღიმილის ბიჭები”, ქალაქური სიმღერის ტრიო, ხალხურ საკრავთა ტრიო და ხალხური სიმღერის ანსამბლი, რომელთაც ქალაქური მუსიკისა და ხალხური შემოქმედების შედევრები სხვადასხვა ინსტრუმენტისა და საკრავის თანხლებით არჩვეულებრივად შეასრულეს და დარბაზის ოვაცია დაიმსახურეს.

კონცერტის ბოლოს სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელის მე-16 თაობას დარბაზიდან კაპელის უფროსი თაობის მომღერლები შეუერთდენ და მათთან ერთად ფინალური კომპოზიცია - ქართული კლასიკური პოლიფონიიის შედევრი „ჩაკრულო” ერთად შეასრულეს.

საიუბილეო კონცერტის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვაჟთა სახალხო კაპელასა და მის სამხატვრო ხელმძღვანელს საიუბილეო თარიღი სცენიდან მიულოცა და მორიგი წარმატგებები უსურვა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მოვლენაა იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელის დააარსებიდან 65 წლის იუბილეს აღნიშვნა. ეს ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის და თაობათა შორის უწყვეტი კავშირის არსებობის დადასტურებაა.

ექვსი ათწლეულზე მეტია საუნივერსიტეტო კაპელა ღირსეულად ავითარებს ქართული საგუნდო ხელოვნების საუკეთესო ტრადიციებს, ეროვნულ მუსიკალურ კულტურას და წარმატებით წარმოაჩენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელს ჩვენს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. საუნივერსიტეტო კაპელის შემოქმედებითი გზა უკავშირდება მრავალ გამარჯვებას, ჯილდოს თუ პრემიას და რაც მთავარია, იმ ადამიანების უდიდეს შრომას, რომლებმაც სხვადასხვა დროს გააძლიერეს ეს უნიკალური შემოქმედებითი ჯგუფი.

განსაკუთრებული პატივისცემით მინდა გავიხსენო კაპელის დამაარსებელი, გამოჩენილი მუსიკოსი და დირიჟორი იუზა კუბლაშვილი; მადლიერებას გამოვხატავ სხვადასხვა თაობის სტუდენტი შემსრულებლების და მხარდამჭერების მიმართ, რომელთა ძალისხმევით საუნივერსიტეტო ვაჟთა კაპელა დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქორმაისტერისა და დირიჟორის - ქალბატონი ციცინო ფალავანდიშვილის დაუღალავი და პროფესიონალიზმით გამორჩეული ღვაწლი. მისი ხელმძღვანელობით კაპელამ არაერთ საერთაშორისო ფესტივალსა და კონკურსზე მოიპოვა გამარჯვება, შეინარჩუნა მაღალი შემოქმედებითი დონე და აღზარდა თაობები, რომლებიც ქართული სიმღერის სიყვარულითა და ეროვნული ფასეულობების პატივისცემით გამოირჩევიან.

დღევანდელმა საიუბილეო კონცერტმა - მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით თბილისის მერიას - კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა ძლიერი შემოქმედებითი ჯგუფია, რომლის მთავარი სიმდიდრე ადამიანები, ტრადიციები და ქართული მრავალხმიანობის ერთგულებაა - ძველი და ახალი თაობების მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ კი სიმბოლოა იმისა, რომ საუნივერსიტეტო ტრადიციები გრძელდება. ვულოცავ ჩვენს ვაჟთა კაპელას 65 წლის იუბილეს, მადლობას ვუხდი ქართული კულტურისა და თავისი ალმა-მატერის პოპულარიზაციისთვის და ახალ შემოქმედებით მწვერვალებს ვუსურვებ“, - აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ყოფილი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) ვაჟთა სახალხო კაპელა ცნობილმა მუსიკოსმა და დირიჟორმა იუზა კუბლაშვილმა დააარსა და მას მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ხოლო ამ პერიოდში შემოქმედებით ჯგუფს ქორმაისტერობას სოსო ფალავანდიშვილი უწევდა. 1981 წლიდან კაპელას შეუერთდა და 1989 წლიდან კი სათავეში ნიჭიერი მუსიკოსი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი ჩაუდგა.

1998 წელს ციცინო ფალავანდიშვილი, სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 2022 წელს კი, განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადმიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ციცინო ფალავანდიშვილს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კაპელა არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახდა: გრან-პრი - საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (ვილნიუსი, 1984); გრან-პრი - ვაჟთა გუნდების კონკურსი „Rigas Gailis“ (ლატვია, ქ.რიგა 1989), ხოლო 1990 წელს, იგივე კონკურსზე, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; გრან-პრი - საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ლიეტუვა, ვილნიუსი, 1990); საერთაშორისო ფოლკლორული კონკურსი (თბილისი, 1991); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (პოლონეთი, ქ. პოზნანი, 1997); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (საბერძნეთი, კუნძული როდოსი, 2005); „უნივერსიადა 2022“ პირველი ადგილი (თბილისი, 2022); ვაჟთა სახალხო კაპელასთან მოღვაწეობს ვოკალური ანსამბლი და ვოკალური კვარტეტი. კაპელა და მასთან არსებული ვოკალური ანსამბლი წარმატებით მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. 2011 წელს, სტუ-ს ვაჟთა სახალხო კაპელას იუზა კუბლაშვილის სახელი მიენიჭა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა

27.11.2026.22:11

რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.

ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.

კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.

IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა