მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ ვალენსიის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, პროფესორების - ირმა ინაშვილის, ზაალ ცინაძის, ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბზიავას და ახალგაზრდა მკვლევარის, დოქტორანტ დემეტრე ჯანჯალაშვილის შემადგენლობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „საქართველოს მთიანი რეგიონების ღვარცოფული კერების საინჟინრო კვლევა“ - ფარგლებში, პირველ საერთაშორისო კონფერენციაში - "ნიადაგის დეგრადაცია და აღდგენა - მეცნიერება, მართვა და განვითარება", მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია ესპანეთში, ვალენსიის უნივერსიტეტში გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები მონაწილეობდნენ.

პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა ინაშვილის თქმით, საერთაშორისო კონფერენციის ძირითად სამეცნიერო მიზანს წარმოადგენდა გლობალურ დონეზე ნიადაგის დეგრადაციის მრავალკომპონენტიანი პროცესების კომპლექსური ანალიზი, საერთაშორისო აკადემიურ წრეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისთვის ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება. 

„კონფერენციის შვიდდღიანი პროგრამა მოიცავდა სამდღიან ინტენსიურ აკადემიურ სესიებსა და ოთხდღიან საველე-კვლევით სამუშაოებს, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა ადგილზე შეეფასებინათ ნიადაგის დეგრადაციის პრაქტიკული მაგალითები და აღდგენის ინოვაციური, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდები. აღნიშნული თემატიკა განსაკუთრებულ, სტრატეგიულ აქტუალურობას იძენს საქართველოსთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კლიმატის გლობალური ცვლილებისა და ანთროპოგენური ზემოქმედების ინტენსიფიკაციის ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე კატასტროფულად გააქტიურდა ბუნებრივი საშიში პროცესები. განსაკუთრებით საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია წყლისმიერმა ეროზიამ, რასაც თან სდევს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის სტრუქტურული დენუდაცია და სასოფლო-სამეურნეო თუ ტყის სავარგულების გამოფიტვა და რღვევა. ამასთანავე, ქვეყნის მაღალმთიან და მთისწინეთის რეგიონებში, მათ შორის აჭარაში, გურიაში, რაჭაში, მცხეთა-მთიანეთსა და სვანეთში, მკვეთრად გაიზარდა ღვარცოფული ნაკადების, მეწყრული პროცესების, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების სიხშირე. აღნიშნული კატასტროფული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და რეგიონულ ეკოსისტემებს. ამდენად, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დისტანციურ ზონდირებაზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემების (Early Warning Systems - EWS) დანერგვა და ნიადაგის აღდგენითი ღონისძიებების მეცნიერულად დასაბუთებული დაგეგმვა ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

როგორც ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბზიავა აცხადებს, კონფერენციის აკადემიურ სესიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის და ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის გაერთიანებულმა სამეცნიერო ჯგუფმა წარადგინა სამეცნიერო მოხსენება თემაზე - „SAR რადარული უკუგაბნევისა და ოპტიკური ინდექსების ინტეგრაცია ღვარცოფით გამოწვეული ნიადაგის დეგრადაციის შეფასებისთვის: ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითზე“.

„სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილ კვლევაში განხორციელდა Sentinel-1-ის სინთეზირებული აპარატურის რადარული (SAR) მონაცემებისა და Sentinel-2-ის ოპტიკური დისტანციური ზონდირების მრავალსპექტრული ინდექსების სიღრმისეული სინთეზი და ინტეგრირებული ანალიზი. შემუშავებულმა ინოვაციურმა მეთოდოლოგიამ აჩვენა კოსმოსური მონიტორინგის მაღალი სიზუსტე და ეფექტურობა რთული რელიეფური პირობების მქონე რეგიონებში ღვარცოფული კერების იდენტიფიცირების, მათი დინამიკის პროგნოზირებისა და ნიადაგის საფარის დაზიანების ხარისხის შეფასების მიმართულებით. აღნიშნულმა შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და დარგობრივი ექსპერტების მხრიდან უმაღლესი შეფასება და დიდი ინტერესი დაიმსახურა. სტუ-ის სამეცნიერო ჯგუფის სახელით მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ზურაბ გვიშიანს, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილისა და უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სტრუქტურული უწყებების წარმომადგენლებს“, - აცხადებს კონსტანტინე ბზიავა. 

სტუ-ის ინფორმაციით, აკადემიურ სესიების პარალელურად უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა ვალენსიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ვალენსიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ ალბერტ მონკუზთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, პროფესორ მარია ხოსე კოპერიას-აგუილართან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან. სამეცნიერო მივლინების პერიოდში ქართველ მეცნიერთა გუნდმა ასევე დაამყარა მჭიდრო პროფესიული და პარტნიორული კონტაქტები გარემოსდაცვითი ინჟინერიის, ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის დარგის წამყვან საერთაშორისო მკვლევარებთან და ექსპერტებთან. სამეცნიერო მივლინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული შედეგია სტუ-ის დელეგაციის კონფერენციის მთავარ ორგანიზატორთან, ცნობილ ესპანელ მეცნიერთან, პროფესორ არტემი სერდასთან შეხვედრა რა დროსაც მხარეებმა გლობალური სამეცნიერო ფორუმის მომდევნო ეტაპის საქართველოში ჩატარების ინიციატივა განიხილეს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იმყოფება

04.09.2026.14:33

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc, ჩინეთი) პრეზიდენტს, აკადემიკოს ელჩინ ხალილოვს და იმავე აკადემიის აკადემიკოსს თამილა ხალილოვას შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას სტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორები, ფაკულტეტების დეკანის მოადგილეები, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, სამეცნიერო და აკადემიური კავშირების გაფართოება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალი, კვლევითი შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სამეცნიერო და აკადემიურ მიმართულებებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარების თვალსაზრისით პერსპექტიულია.

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოოს პარტნიორული ქსელი, ხელი შეუწყოს მკვლევართა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ ურთიერთობებს და შექმნას ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო კვლევითი ინიციატივებისთვის.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და აზიის ქვეყნების აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის მკვლევართა კავშირების გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლოდ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

პროფესორ თამარ ლომინაძის შეფასებით, აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მხარეებისთვის, უკეთ გაეცნონ ერთმანეთის სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას, გამოკვეთონ საერთო ინტერესები და განსაზღვრონ თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო ისეთ სფეროებში, რომლებიც თანამედროვე ინჟინერიის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას განსაზღვრავს. აზიის მეცნიერებათა აკადემიასთან მჭიდრო ურთიერთობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, მკვლევართა პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა თანამშრომლობის იმ მიმართულებების გამოკვეთა, სადაც საინჟინრო მეცნიერებები და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთიანდება და ქმნის საფუძველს ახალი ცოდნის, ინოვაციური მიდგომებისა და პრაქტიკული სამეცნიერო შედეგების მისაღებად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პირველად ეწვია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და შესაძლებლობა მოგვცა, გამოგვეკვეთა ერთმანეთის სამეცნიერო და აკადემიურ პოტენციალი, კვლევით პრიორიტეტები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, გვემსჯელა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორობისთვის, რომელიც მომავალში აისახება კონკრეტულ ერთობლივ კვლევით პროექტებში, ტექნოლოგიურ ინიციატივებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებაში“, – განაცხადა პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ელჩინ ხალილოვმა დადებითად შეაფასა სტუ-ის ვიცე-რექტორთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება აკადემიისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტი და ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო სკოლაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, რომელსაც მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო ტრადიციები აქვს. უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს მისი აქტიური თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან როგორც ჩინეთში, ისე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება. ვფიქრობ, აზიის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს და ერთობლივი კვლევითი პროექტები, აკადემიური გაცვლები და საერთაშორისო სამეცნიერო ინიციატივები ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ელჩინ ხალილოვმა.

სტუ-ის ინფორმაციით, აზიის მეცნიერებათა აკადემია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სათავო ოფისი ჰონგ-კონგში, ჩინეთში მდებარეობს და რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.

სტუ-ის ინფორმაციით, ელჩინ ხალილოვის სამუშაო ვიზიტი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული პროცესის ნაწილია. მხარეები სამომავლოდ განიხილავენ თანამშრომლობის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის სამეცნიერო კონტაქტებისა და მკვლევართა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის შესაძლებლობების შესწავლასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებში თანამშრომლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა