მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი CERN-ში - სამეცნიერო პარტნიორობის განვითარების ახალი ეტაპი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება

news image
mbc image

„ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააღრმაოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გააფართოოს ქართველი მეცნიერებისა და ინჟინრების მონაწილეობა გლობალურ კვლევით პროექტებში. საქართველოსა და CERN-ს შორის თანამშრომლობის განახლებული ჩარჩო ხელშეკრულება კი ასახავს იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის გაფართოებული პარტნიორობის შედეგად წარმოიშვა. დოკუმენტი ქმნის სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძველს ახალი სამეცნიერო მიმართულებებისა და ექსპერიმენტების განვითარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში იგეგმება ღონისძიება, რომელზეც ხელშეკრულებას ხელს მოაწერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ბატონი გივი მიქანაძე. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს სახელმწიფოს მხარდაჭერას ფუნდამენტური მეცნიერების, თანამედროვე საინჟინრო კვლევებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების საქმეში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ამ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან CERN-თან პარტნიორობა ჩვენს მეცნიერებს, ინჟინრებსა და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ უმაღლესი ტექნოლოგიური და საინჟინრო სირთულის პროექტებში და საკუთარი ცოდნა და პროფესიული კომპეტენცია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილებას დაუკავშირონ“, - ამის შესახებ CERN-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, CERN-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აკადემიკოს დავით გურგენიძემ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამართა მომავლის წრიული კოლაიდერის (Future Circular Collider - FCC) პროექტის ლიდერთან, დოქტორ მაიკლ ბენედიქტთან. მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების გეგმები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფების ჩართულობის შესაძლებლობები. ამ შეხვედრის მნიშვნელოვანი შედეგია CERN-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების გაფართოებული მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც FCC-ის პროექტის განხორციელების მიმართულებით პარტნიორობის განვითარებას ითვალისწინებს. ასევე მინიშვნელოვანია, რომ მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს CERN-ის ასოცირებული წევრობისთვის საქართველოს მომზადების პერსპექტივას. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი ეტაპია ევროპულ კვლევით სივრცეში საქართველოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინტეგრაციისთვის.

„CERN-ის მომავლის წრიული კოლაიდერის - FCC-ის პროექტი თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ელემენტარული ნაწილაკების თვისებებისა და სამყაროს ფუნდამენტური კანონების გაცილებით სიღრმისეულ შესწავლას. პროექტი ითვალისწინებს 91 კილორიმეტრის გარშემოწერილობის ახალი მიწისქვეშა გვირაბის შექმნას, სადაც ახალი თაობის ამაჩქარებლების განთავსებაა დაგეგმილი. ეს ინფრასტრუქტურა მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას, განსაკუთრებული სიზუსტით შეისწავლონ ელემენტარული ნაწილაკების თვისებები, ურთიერთქმედებები და ის ფიზიკური პროცესები, რომელთა კვლევამ შესაძლოა თანამედროვე ფიზიკის დღემდე გადაუჭრელ კითხვებს ახალი პასუხები გასცეს.

2048 წლამდე, ვიდრე FCC-ის ფარგლებში პირველი ფიზიკური ექსპერიმენტების ჩატარება იგეგმება, პროექტი ინტენსიურ საინჟინრო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოითხოვს. ეს პროცესი სხვადასხვა პროფილის ინჟინრების, გეოლოგების, მშენებლების, IT სპეციალისტების, არქიტექტორებისა და ენერგეტიკოსების ჩართულობას გულისხმობს. მაიკლ ბენედიქტთან შეხვედრისას გამოიკვეთა CERN-ის პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობის პერსპექტივა, რაც მათ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ გარემოში პროფესიული გამოცდილების მიღებისა და საკუთარი კომპეტენციების განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს. ეს არის უნივერსიტეტისა და ახალი თაობის მეცნიერებისთვის კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ გლობალური მასშტაბის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტის განხორციელებაში, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და წვლილი შეიტანონ თანამედროვე მეცნიერებისა და ინჟინერიის განვითარებაში“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ შეხვედრა გამართა CERN-ის ასოცირებულ და არაწევრ ქვეყნებთან ურთიერთობის მთავარ კოორდინატორთან, დოქტორ სალვატორე მელესთან და CERN-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპერიმენტის - ALICE Collaboration-ის რესურსების კოორდინატორ და საბჭოს თავმჯდომარე დოქტორ მატეო კასტალდისთან. შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს საქართველოსა და CERN-ს შორის არსებული თანამშრომლობის მდგომარეობა და განიხილეს მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. CERN-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ პროტოკოლის განახლების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და გამოთქვეს მზადყოფნა, პროცესი ახალი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდეს. განახლებული დოკუმენტი, დაგეგმილი შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული წინადადებების გათვალისწინებასა და თანამშრომლობის მოქმედი ჩარჩოს გაფართოებას უნდა დაეფუძნოს.

სტუ-ის ინფორმაციით, FCC-ის პროექტთან დაკავშირებული მემორანდუმის ხელმოწერა,თანამშრომლობის პროტოკოლის განახლების საკითხზე მიმდინარე მუშაობა და CERN-ის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრები ქმნის საფუძველს, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გლობალური სამეცნიერო პროექტების ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო განავითაროს და საერთაშორისო კვლევით პროცესებში მონაწილეობა გააფართოოს. განახლებული ჩარჩო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოაწერს ხელს, ახალ შესაძლებლობებს შექმნის CERN-თან თანამშრომლობის ფარგლებში განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისა და ექსპერიმენტების ინსტიტუციური განვითარების, მათი განხორციელების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა

27.11.2026.22:11

რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.

ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.

კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.

IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა