მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
0.0011
flag
AZN 1.5293
-0.0005
flag
CNY 38.834
-0.0021
flag
EUR 2.9066
-0.0088
flag
GBP 3.4395
-0.002
flag
KZT 57.77
0.0047
flag
TRY 0.0527
0
flag
USD 2.5994
-0.0011
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ღვაწლმოსილი პროფესორები სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამეცნიერო მიღწევებისა და მომავალი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღზრდა-დახელოვნების მხრივ გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლისთვის გამორჩეულ მეცნიერებსა და პედაგოგებს საპატიო ჯილდოები გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრები, პროფესორები - მერაბ ძნელაძე და ვაჟა სადრაძე, რომელთა წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე კვლევებისა და ფაკულტეტზე ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების განვითარებაში.

რექტორმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატება სწორედ იმ ადამიანების თავდაუზოგავ შრომას ეფუძნება, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიან მაღალი ხარისხის აკადემიურ გარემოს, ავითარებენ კვლევით საქმიანობას და ახალგაზრდა თაობას ცოდნისა და პროფესიული ზრდის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობენ. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, პროფესორების - მერაბ ძნელაძისა და ვაჟა სადრაძის დაჯილდოება მათი ღვაწლის აღიარებაა და ამავდროულად, სტიმული საუნივერსიტეტო საზოგადოების სხვა წევრებისთვის. მისივე თქმით, ცნობილმა არქეოლოგებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გაძლიერებაში, თანამედროვე სასწავლო პროგრამების დანერგვასა და საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გაფართოებაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების ღვაწლის დაფასებას, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. ცნობილ არქეოლოგებს - პროფესორებს მერაბ ძნელაძესა და ვაჟა სადრაძეს თავიანთი პროფესიონალიზმით, აკადემიური კეთილსინდისიერებითა და სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც მეცნიერების განვითარებაში, ისე უნივერსიტეტის აკადემიური გარემოს გაძლიერებაში.

მათ არაერთი თაობის სტუდენტის პროფესიულ და პიროვნულ ჩამოყალიბებაში შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი, აქტიურად მონაწილეობდნენ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერებაში. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან უნივერსიტეტის ძლიერ ტრადიციებს და განსაზღვრავენ მის მომავალს.

გულითადად ვულოცავ მათ ამ საპატიო ჯილდოს და მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის, სტუდენტებისა და ქართული მეცნიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის. დარწმუნებული ვარ, მათი გამოცდილება, ცოდნა და შემართება მომავალშიც მნიშვნელოვანი ძალა იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნის აკადემიური და სამეცნიერო განვითარებისთვის“, – განაცხადა რექტორმა.

სტუ-ის ინფორმაციით, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - სტუ-ის „ოქროს მედალი“ გაიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის - რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 70-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

09.10.2026.17:49

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“ - 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიებაში, რომელიც უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა, მონაწილეობდნენ თბილისის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი სოფო უგრეხელიძე, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ კურსების მსმენელები, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსების“ მენეჯერი, რექტორის მრჩეველი რატი გურგენიძე და მოწვეული სტუმრები.

ვიცე-რექტორის განცხადებით, მოკლევადიანი და ინტენსიური პროფესიული კურსების როლი უმნიშვნელოვანესია შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების სწრაფად დასაკმაყოფილებლად და კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად. პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მოკლევადიანი ინტენსიური კურსები უმოკლესი გზაა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სასურველი პროფესიისთვის აუცილებელი უნარები შეიძინონ და დასაქმების ბაზარზე თავიანთი ადგილი სწრაფად მოიძიონ. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, განსაკუთრებით დასაფასებელია წლების მანძილზე თბილისის მერიის ძალისხმევა, რაც პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით განხორციელებას გულისხმობს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ მეშვეობით, მსმენელებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაეუფლონ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, სპეციფიკურ და ხშირ შემთხვევაში იშვიათ პროფესიებს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და აკადემიური რესურსით, ამ საშვილიშვილო საქმეში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი მოხსენებით პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“ მენეჯერი რატი გურგენიძე წარდგა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით, მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უშუალო ჩართულობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდა და მასში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 75 მოქალაქემ მიიღო.

რატი გურგენიძის განცხადებით, მოკლევადიან კურსზე - ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი) მოსამზადებელი პროფესიული კურსი 15-მა მსმენელმა გაიარა, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსის მოსამზადებელი პროფესიული კურსი კი - 25-მა, შენობების ენერგოუზრუნველყოფის დაგეგმვა და მართვა განახლებადი რესურსების გამოყენებით (ენერგოაუდიტი) – 15-მა, ელექტროავტომობილების დასამუხტი მოწყობილობების სპეციალისტის მოსამზადებელი კურსი (მემონტაჟე და სისტემური უზრუნველყოფა) – 20-მა მსმენელმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან დაიგეგმა და განხორციელდება პროექტის შემდგომი ეტაპი, რომელიც გულისხმობს ახალ ინტენსიურ პროფესიულ მოკლევადიან კურსებს, რომლებშიც ჯამურად 105 მოქალაქე ჩაერთვება. კერძოდ: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი სრული აკრედიტირებული კურსი - 40 მსმენელი (1 ჯგუფი); სამშენებლო საქმის მწარმოებლის მოსამზადებელი კურსი - 20 მსმენელი (1 ჯგუფი); სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემონტაჟის მოსამზადებელი კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი); ლიფტების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი); ავტომობილის ელექტროსისტემების შემსწავლელი კურსი - 15 მსმენელი (1 ჯგუფი).

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თბილისის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა და დეკანებმა პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსების მსმენელებს, რომლებმაც ინტენსიური მოკლევადიანი პროფესიული კურსები წარმატებით დაძლიეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

ცნობისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელ მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა და მათი მომზადება ინტენსიური მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა