საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ევროპის სამეცნიერო ქსელ NEMOR-ის წევრი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოფიციალურად შეუერთდა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო-კვლევით გაერთიანებას - NEMOR (Network for European Mountain Research), რომელიც ევროპული მთიანი რეგიონების კვლევისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს აერთიანებს. NEMOR-ის წევრობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის, ევროპულ კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და კავკასიის მთიანეთის სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენის თვალსაზრისით.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, გარდა NEMOR-ისა, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ჩართულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით მოქმედ გლობალურ ინიციატივაში - Mountain Partnership-ში (მთის პარტნიორობა), რომელიც მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების, მთის ეკოსისტემების დაცვისა და მთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ემსახურება. ამასთან, ფაკულტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი გაწევრიანებულია მინერალოგიური მუზეუმების პროფესიონალთა საერთაშორისო საზოგადოებაში (SMMP), ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წევრი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტისა და მისი შესაბამისი აკადემიური ერთეულების საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მასშტაბსა და მნიშვნელობას.
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, NEMOR წარმოადგენს ევროპული მასშტაბის სამეცნიერო-კვლევით ქსელს, რომლის საქმიანობაც მიმართულია მთიანი რეგიონების ბუნებრივი, ეკოლოგიური, გეოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური თავისებურებების კომპლექსური შესწავლისა და მათი მდგრადი განვითარების ხელშეწყობისკენ. ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ უნივერსიტეტს, სასწავლო-სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუციას და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და სპეციალისტებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და კვლევითი რესურსების გაზიარებას. NEMOR-ის საქმიანობა კატალონიის ეკოლოგიური კვლევებისა და სატყეო გამოყენების ცენტრის (CREAF) კოორდინაციით ხორციელდება, რაც ქსელის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და კვლევითი საქმიანობის ორგანიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტისთვის NEMOR-ის წევრობა გაცილებით მეტია, ვიდრე საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში გაწევრიანება. ეს არის შესაძლებლობა, ფაკულტეტის აკადემიური და კვლევითი საქმიანობა კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს ევროპულ სამეცნიერო დღის წესრიგს, გაფართოვდეს საერთაშორისო პარტნიორობა და გაიზარდოს ქართული სამეცნიერო სკოლის ჩართულობა მთიანი რეგიონების კვლევის თანამედროვე პროცესებში. ევროპული ორგანიზაციის წევრის სტატუსი ფაკულტეტს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ ჩაერთოს ევროპულ სამეცნიერო და ინოვაციურ კონსორციუმებში, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, გააღრმაოს თანამშრომლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან და ხელი შეუწყოს სამეცნიერო ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ურთიერთგაცვლას. ამასთანავე, საერთაშორისო ქსელში მონაწილეობა ქმნის ახალ პერსპექტივებს აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, მათ შორის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფებში ჩართვის, სამეცნიერო დისკუსიებში მონაწილეობის, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტებისთვის შექმნილ შესაძლებლობებსაც. ევროპულ სამეცნიერო ქსელში ინტეგრაცია ხელს შეუწყობს მათთვის საერთაშორისო აკადემიურ გარემოსთან დაახლოებას, კვლევითი გამოცდილების მიღებასა და მთის მდგრადი განვითარების თანამედროვე კონცეფციების გაცნობას. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია მომავალი სპეციალისტების მომზადებისთვის, რადგან სამთო-გეოლოგიური მეცნიერებების, ბუნებრივი რესურსების მართვის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამედროვე პროფესიული კომპეტენციები სულ უფრო მეტად ეფუძნება ინტერდისციპლინურ კვლევასა და საერთაშორისო გამოცდილებას“, - აცხადებს დეკანი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს მორიგ წარმატებას ულოცავს და აცხადებს, რომ NEMOR-ის ფარგლებში თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება კავკასიის მთიანეთის ბუნებრივი და სამეცნიერო პოტენციალის ევროპულ კვლევით სივრცეში წარმოჩენა. სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ჩართულობა NEMOR-ის საქმიანობაში ევროპელ მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ კავკასიის სპეციფიკურ გეოლოგიურ-ეკოლოგიურ თავისებურებებს, ხოლო ქართველ მეცნიერებს - კვლევები და გამოცდილება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში წარმოაჩინონ.
„ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით პერსპექტიულია თანამშრომლობა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა მთიანი რეგიონების გეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, გეოდინამიკური პროცესებისა და ბუნებრივი საფრთხეების შეფასება, მინერალური და სხვა ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ჰიდროგეოლოგია, განახლებადი ენერგეტიკა, მთის ეკოსისტემების დაცვა, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების კვლევა და ბუნებრივ გარემოსთან ადაპტირებული განვითარების მოდელების შემუშავება. ამ მიმართულებებით ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიების დანერგვასა და საქართველოს მთიანი რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევების მეცნიერულად დასაბუთებული გადაწყვეტის გზების ძიებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ NEMOR-ის ქსელში გაწევრიანება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს ევროპული სამეცნიერო გამოცდილება და თავად გახდეს საერთაშორისო ცოდნისა და კვლევითი ინიციატივების ფორმირების აქტიური მონაწილე.
ევროპული ორგანიზაციის წევრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის საერთაშორისო ინტეგრაციის მნიშვნელობას და ქმნის ახალ საფუძველს ევროპულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. ვულოცავ ფაკულტეტს და წარმატებებს ვუსურვებ“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ევროპის სამეცნიერო ქსელ NEMOR-ის წევრი გახდა
17.11.2026.15:00