მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში საკურსო თემის ფარგლებში იმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატების 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს (USIPB 2025) გამარჯვებულ ნამუშევართა შორისაა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სერტიფიკატი, რომელსაც ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი კრისტოფერ სკოტი და ვიცე-პრეზიდენტი რაიან სლოუნი, სულ ახლახან მიიღო. სტუ-ის ბაკალავრის პოსტერებმა გამარჯვება კონკურსზე წარდგენილ 11 845 ნამუშევარს შორის მოიპოვა.

აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს ორგანიზატორთა ინფორმაციით, დიმიტრი კაზაროვის ავტორობით შესრულებული პოსტერები - „გეოთერმული აბსტრაქცია“ და „შერმანი - კეთილი გოლიათი“ - ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით არის გამოფენილი, ასევე წარმოდგენილია USIPB-ის ვებგვერდზე, D კატეგორიაში - „ეროვნული პარკები“, ბმულით: https://www.usipb.com/edition-2025

როგორც სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი მალხაზ რაზმაძე აღნიშნავს, ფაკულტეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდენტმა USIPB 2025-ის აღიარება თანამედროვე პოსტერის შექმნის პროცესში მიღწეული სრულყოფილებისა და კრეატიულობისთვის მიიღო, რაც მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკებსა და მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა.

„დიზაინის საერთაშორისო სკოლამ განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი - დიმიტრი კაზაროვი, თავისი ორი ნამუშევრით, ამერიკის 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია. მისი ორივე ნამუშევარი კონკურსის ჟიურიმ შეარჩია სრულყოფილების, კრეატიულობის და თანამედროვე ტენდენციების გონივრულად გააზრებისა და კონცეპტუალურ-ვიზუალური სიცხადის გამო. სერტიფიკატს, რომელიც ჩვენმა სტუდენტმა სულ ახლახან მიიღო, ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი წარმატებაა“, - ამბობს მალხაზ რაზმაძე.

ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორის განცხადებით, ეს მიღწევა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც სტუდენტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის, რომელიც მიზანმიმართულად ზრდის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალებს.

„გულითადად ვულოცავ ჩვენს სტუდენტს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. დიმიტრი კაზაროვის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად რეალიზება. უნდა აღინიშნოს დიზაინის საერთაშორისო სკოლის აკადემიური გუნდის როლი, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ დიზაინ-აზროვნებასა და ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.

თანამედროვე მსოფლიოში პოსტერი აღიქმება როგორც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას შორის კომუნიკაციის, ზოგადსაკაცობრიო გამოწვევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი. სწორედ ასეთ კონტექსტში, ჩვენი სტუდენტის წარმატება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - მან საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო, ჩვენი უნივერსიტეტი და მისი საერთაშორისო დიზაინის სკოლა. ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდას! დარწმუნებული ვარ, დიმიტრი მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს და საკუთარი შემოქმედებით მეტად გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას გლობალურ სივრცეში“, - აღნიშნავს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის (BSUN - 2026) საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

06.11.2026.12:46

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც კაცობრიობის მეცნიერული და ტექნოლოგიური შესაძლებლობები უპრეცედენტო სიმაღლეებს აღწევს, თუმცა მშვიდობისა და თანაცხოვრების საკითხები კვლავ უდიდეს გამოწვევებად რჩება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საუნივერსიტეტო დიპლომატია - უნივერსიტეტის როლი იქ, სადაც ტრადიციული დიპლომატიის შესაძლებლობები შეზღუდულია, პოლიტიკური დიალოგი შეწყვეტილი, ხოლო საზოგადოებებს შორის ნდობა შერყეული. ნება მომეცით, გაგიზიაროთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილება: 2022 წელს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველივე თვეებში, უკიდურესად მძიმე და სახიფათო ვითარებაში, სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტთან ერთად, უკრაინაში გაემგზავრა. კიევის, ოდესისა და ლუცკის უნივერსიტეტებში ვიზიტისას ისინი შეხვდნენ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს, პროფესორებსა და სტუდენტებს. ეს იყო არა უბრალოდ ოფიციალური ვიზიტი, არამედ აკადემიური სოლიდარობისა და ადამიანური თანადგომის გამოხატულება გზავნილით: „თქვენ მარტო არ ხართ - აკადემიური საზოგადოება თქვენ გვერდით დგას“. ამავე პერიოდში სტუ-ის სტამბაში უსასყიდლოდ დაიბეჭდა უკრაინულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოში თავშეფარებული უკრაინელი ბავშვებისთვის. ეს ინიციატივა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე საგანმანათლებლო დახმარება - ეს იყო ბავშვების იდენტობის, ღირსებისა და მომავლის შენარჩუნების მხარდაჭერა. საუნივერსიტეტო დიპლომატიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი მეცნიერების საერთაშორისო ხასიათია. თუ დღეს მეცნიერებს ავუკრძალავთ ერთმანეთთან საუბარს და თანამშრომლობას, ხვალ ვინ აღადგენს დანგრეულ ხიდებს და ვინ დაიწყებს დიალოგს, როდესაც ამის აუცილებლობა დადგება? ამ საკითხის მნიშვნელობას განსაკუთრებით კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების ნაწილი დღემდე ოკუპირებულია. მიუხედავად პოლიტიკური დიალოგის ფაქტობრივი შეჩერებისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცდილობს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩართოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში. აკადემიური კავშირებისა და თანამშრომლობის შენარჩუნება ნდობის აღდგენისა და მშვიდობისკენ მიმავალი გზის საფუძველია“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ საერთაშორისო კონგრესზე განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე მონაწილეობს შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის (Black Sea Universities Network – BSUN) კონგრესში, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „მომავლის უნივერსიტეტი“ (University of Tomorrow) 5–6 ნოემბერს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, მოლდოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technical University of Moldova) გაიმართა და უმაღლესი განათლების განვითარების, უნივერსიტეტების ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საერთაშორისო კონგრესი შავი ზღვის რეგიონისა და ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, განათლების სფეროს ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიებაში შვიდი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონგრესის მიზანია უმაღლესი განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციების გაანალიზება, მომავლის უნივერსიტეტის კონცეფციის ჩამოყალიბება და რეგიონული თუ საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა.

პროფესორმა თამარ ლომინაძემ კონგრესის პირველი დღის პლენარულ სესიაში, სადაც უნივერსიტეტების როლი ახალ რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში განიხილეს, მიიღო მონაწილეობა და კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სტუ-ის ვიცე-რექტორი უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მიესალმა საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს და მათ წარმატებული მუშაობა უსურვა.
„კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო აკადემიური ქსელებისა და ევროპული საუნივერსიტეტო ალიანსების წარმომადგენლებთან შეხვედრები, მათ შორის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA), UNICA-სა და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო გაერთიანებების მონაწილეობით. ღონისძიების მეორე დღეს ასევე გაიმართება BSUN-ის გენერალური ასამბლეა და შავი ზღვის რეგიონის რექტორთა მე-17 კონფერენცია, სადაც ქსელის სამომავლო საქმიანობისა და 2026–2028 წლების პრიორიტეტული მიმართულებების საკითხები განიხილება.
კონფერენციის საერთაშორისო მომხსენებლებს შორის არიან World Academy of Art & Science-ის პრეზიდენტი დოქტორი გარი ჯეიკობსი (Garry Jacobs), World University Consortium-ის პრეზიდენტი დოქტორი ალბერტო ძუკონი (Alberto Zucconi) და ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მიჰნეა კოსტოიუ (Mihnea Costoiu).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ეს საკითხები განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. როგორც საინჟინრო-ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიების, ციფრული ინოვაციებისა და კვლევაზე დაფუძნებული განათლების განვითარებაში. ამ კონტექსტში საერთაშორისო აკადემიურ დიალოგში მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, უნივერსიტეტმა გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება, წარმოაჩინოს საკუთარი აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალი და გააძლიეროს თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის ცენტრალური თემა იყო ე.წ. University 4.0 - მომავლის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გარდაქმნას ღია, ურთიერთდაკავშირებულ, ინოვაციებზე ორიენტირებულ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართულ ინსტიტუციად. აღნიშნული კონცეფცია ეფუძნება აკადემიური ტრადიციების შენარჩუნებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების, ციფრული ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ინტეგრირებას.

კონგრესის დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის გავლენას განათლებასა და სამეცნიერო კვლევებზე, ციფრულ ტრანსფორმაციას, სწავლებისა და კვლევის ახალი მოდელების განვითარებას, უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელურ თანამშრომლობას, ბოლონიის პროცესისა და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) მომავალს. კონგრესის ორგანიზება მოლდოვის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და იგი დაკავშირებულია 2027 წელს მოლდოვასა და რუმინეთში დაგეგმილი ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტერიალისა და გლობალური პოლიტიკის ფორუმის მოსამზადებელ ღონისძიებებთან. მინისტერიალი 2027 წლის 26–27 მაისს კიშინიოვსა და იაშში გაიმართება და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის 46 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს გააერთიანებს. კონგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოსალოდნელი შედეგია University 4.0-ის შესახებ სტრატეგიული პოზიციის დოკუმენტის შემუშავება და მიღება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა