საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გერმანიაში ერთთვიან პროფესიულ პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანია HiPP-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი მეწარმისა და მეცენატის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ კლაუს ჰიპის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა წარმომადგენელმა გერმანიაში ერთთვიანი პროფესიული პრაქტიკა გაიარა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, გერმანიაში სტუ-ის წარმომადგენლების პროფესიული პრაქტიკის ორგანიზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უზრუნველყო. პრაქტიკული კურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ გუნთიშვილი და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სულაბერიძე, გერმანიის ქალაქ შაიერნში (Scheyern) გაიმართა და მიზნად სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავდა. კურსის ფარგლებში გუნთიშვილი და სულაბერიძე ჩართულნი იყვნენ შაიერნის ისტორიული ბენედიქტელთა მონასტრის საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შემუშავებისა და მხატვრული გაფორმების პროცესში.
როგორც ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსის მოადგილე ნინო ახობაძე აცხადებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ჩართულნი იყვნენ შაიერნის ისტორიული ბენედიქტელთა მონასტრის (Kloster Scheyern) საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინის შემუშავებისა და მხატვრული გაფორმების პროცესში.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პროფესორ კლაუს ჰიპს შორის თანამშრომლობა ჩვენი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება. ბატონი ჰიპის მხარდაჭერით ორგანიზებული პროფესიული პრაქტიკა უნივერსიტეტსა და გერმანულ მხარეს შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
პროექტი სტუდენტებისთვის განსაკუთრებული პროფესიული გამოცდილებაა, რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ, იმუშაონ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მქონე სივრცეში. ერთი თვის განმავლობაში ელისაბედ გუნთიშვილი და მარიამ სულაბერიძე მუშაობდნენ ინტერიერის მხატვრულ კონცეფციაზე, სივრცის ესთეტიკურ გადაწყვეტასა და დიზაინის ცალკეულ ელემენტებზე. პრაქტიკამ მათ საშუალება მისცა, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში გამოეყენებინათ და გერმანულ სამუშაო პრაქტიკას გაცნობოდნენ“, - აცხადებს ნინო ახობაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შაიერნის მონასტრის სასულიერო პირებმა, რომლებმაც სტუდენტებს გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს და შეუქმნეს პრაქტიკული სამუშაოებისთვის საჭირო პირობები. მონასტრის წარმომადგენლების მხარდაჭერით სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ემუშავათ უნიკალურ ისტორიულ გარემოში და უშუალოდ გასცნობოდნენ მონასტრის კულტურულ მემკვიდრეობას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გერმანიაში ერთთვიან პროფესიულ პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ
28.10.2026.12:13