მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.1
-0.0019
flag
AZN 1.5639
-0.0007
flag
CNY 39.223
-0.0007
flag
EUR 3.0646
-0.0077
flag
GBP 3.5514
-0.0105
flag
KZT 54.39
-0.001
flag
TRY 0.0576
0
flag
USD 2.6586
-0.0007
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და MSC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმ თამარ წერეთელმა და შპს „ემ ეს სი ჯორჯიას” მმართველმა დირექტორმა ალქან ალიჯიქმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების გაძლიერებასა და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტების ჩართულობას რეალურ სამუშაო პროცესებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და პროფესიული გამოცდილება მიიღონ. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, გლობალური ლოგისტიკურ გიგანტთან, MSC-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლოგისტიკურ და საზღვაო სატრანსპორტო კომპანია Mediterranean Shipping Company (MSC) შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ MSC აქტიურად იწყებს ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას, რაც თანამედროვე ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს ახალი კადრები, სტუდენტებს კი რეალურ პროფესიულ გარემოში მუშაობის შანსი ეძლევათ. ერთობლივი კვლევითი პროექტები და აკადემიური რესურსების ინტეგრაცია ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და მათ ეფექტიან გამოყენებას სხვადასხვა ინდუსტრიაში. გარდა ამისა, პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, რაც მოიცავს როგორც სასწავლო პროცესის მოდერნიზაციას, რაც უზრუნველყოფს, რომ სტუდენტები დაეუფლონ იმ უნარებსა და ცოდნას, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. საბოლოო ჯამში, მსგავსი ინიციატივები ქმნის მყარ საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, ზრდის პროდუქტიულობას, ინვესტიციების მიმზიდველობას და აძლიერებს ქვეყნის პოზიციებს გლობალურ ბაზარზე“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და და MSC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ონლაინ რეჟიმში გაფორმდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11.06.2026.14:01

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები უახლოესი მომავლიდან, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ასევე პროფესიული და კვლევითი გამოცდილების შეძენას „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზაციებში შეძლებენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიღებისა და კარიერული განვითარების მხარდასაჭერად, უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს პარტნიორი ორგანიზაციების წრე გააფართოოს. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ მსხვილი ქსელური ორგანიზაციაა, რომელთანაც სამომავლო ურთიერთობა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმით გაამყარა. დოკუმენტს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ცენტრის დირექტორმა არჩილ მამალაძემ მოაწერეს ხელი.

როგორც ვიცე-რექტორმა მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე აღნიშნა, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“, რომელიც საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 21 კლინიკას და 1300-მდე თანამშრომელს აერთიანებს, ამასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონებში სერვისების მიწოდების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს, სამედიცინო პერსონალის გარდა საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პროფილის სპეციალისტები ესაჭიროება.

პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების მიზანი, ერთი მხრივ, საინჟინრო მიმართულების სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მათი დასაქმების შესაძლებლობის ზრდა, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვასა და ახალგაზრდა პროფესიონალთა მომზადებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის წამყვანი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისეთ ინსტიტუციებთან პარტნიორობა, რომლებიც ახალგაზრდების კარიერული წინსვლის ხელშეწყობას უზრუნველყოფენ.

დღეს ჯანდაცვის სფეროს განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ინჟინერიასთან. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის გარდა, მას ესაჭიროება ახალგაზრდა ქიმიკოსები, ბიოსამედიცინო ინჟინრები, ფიზიკოსები, ქიმია-ბიოლოგიისა და გარემოსდაცვითი ინჟინრები, მშენებლები, ენერგეტიკოსები, არქიტექტორები, ლოგისტები, IT სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და კომპეტენციებს პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატებით გამოიყენებენ და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, მოამზადოს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, ინოვაციური ხედვის მქონე სპეციალისტები და მკვლევრები. ეს ახალი პარტნიორობა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება, განივითარონ პრაქტიკული თუ კვლევითი უნარები და თავიანთი პროფესიული კარიერა წარმატებით დაიწყონ. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ შორის საფუძველი ჩაეყრება გრძელვადიან, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რომელიც სარგებლიანი იქნება სტუდენტებისთვის, ჯანდაცვის სექტორისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის თქმით, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აკადემიური და სამეცნიერო ტრადიციებით გამორჩეულ უნივერსიტეტთან, რომელიც კონკურენტუნარიან სპეციალისტებს ამზადებს, გაფორმებული მემორანდუმი კი ცენტრს შესაძლებლობას მისცემს, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ჩართოს პრაქტიკულ საქმიანობაში. არჩილ მამალაძის განცხადებით, ორგანიზაციის საქმიანობაში ახალგაზრდების ინოვაციური ხედვისა და თანამედროვე კომპეტენციების ინტეგრირება მნიშვნელოვანი რესურსია, რაც „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე, რომელსაც უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა ასევე განიხილეს სტუდენტთა სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა