მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ აქტიური მონაწილეობა მიიღო

news image
mbc image

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებისა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მეცნიერება უნდა გასცდეს უნივერსიტეტების აუდიტორიებისა და ლაბორატორიების ფარგლებს და უფრო მეტად დაუახლოვდეს საზოგადოებას, სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს. სწორედ ასეთი ინიციატივები უწყობს ხელს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების განვითარებას, სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენასა და მომავალი მკვლევრების დაინტერესებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მეცნიერებისა და ინოვაციების ხელშეწყობა და კვლევითი საქმიანობის განვითარება პრიორიტეტულია. ფესტივალში ჩვენი უნივერსიტეტის ფაკულტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების მონაწილეობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ქვეყნის განვითარებისთვის ქმნის. ამასთანავე, ფესტივალის რეგიონული მასშტაბი ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორობის გაძლიერებას“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა თელავში, ფესტივალ „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის - 2026“-ის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი - „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის - 2026“ გაიმართა. მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო და საზოგადოებას საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ინოვაციური მიმართულებები და აკადემიური პოტენციალი გააცნო. ფესტივალი მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას, მკვლევართა მიღწევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაძლიერებას. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ინოვაციური მიდგომების წახალისება, შავიზღვისპირეთის კვლევების მხარდაჭერა და ლურჯი ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პოპულარიზაცია. ამასთანავე, ფესტივალი ხელს უწყობდა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას სამეცნიერო კვლევებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციებზე დაფუძნებული განვითარების შესაძლებლობებით.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა ფესტივალში უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და მეცნიერების საზოგადოებასთან დაახლოების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, ფესტივალში უნივერსიტეტის ფაკულტეტები, კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები ჩაერთნენ. მათი მონაწილეობა ემსახურებოდა უნივერსიტეტში შექმნილი სამეცნიერო და კვლევითი გამოცდილების წარმოჩენას. თამარ წერეთლის განცხადებით, ფესტივალის ფორმატი ხელს უწყობდა სამეცნიერო დაწესებულებებს, უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ფესტივალის ფოკუსი შავიზღვისპირეთის კვლევებსა და ლურჯი ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე. ეს მიმართულებები მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო კვლევების გაღრმავების, ისე მდგრადი განვითარების, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის თვალსაზრისით.

მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინიციატივაში. მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილე უნივერსიტეტებს თანამშრომლობისთვის. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადმოცემული მადლობის სიგელი არა მხოლოდ სასიხარულო ფაქქტია ჩვენთვის, არამედ კიდევ ერთი მოტივაცია, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად გავაგრძელოთ აქტიური მოღვაწეობა მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების განვითარებისთვის“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

ინფორმაციისთვის: რეგიონული ფესტივალის ფარგლებში მეცნიერების პოპულარიზაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განხორციელდა. ღონისძიებებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, რეგიონულ კონტექსტში წარმოეჩინათ სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობა, გაეზიარებინათ გამოცდილება და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ კვლევითი სფეროს მიღწევები.

ფესტივალი 16 სექტემბერს ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიხსნა. 17 სექტემბერს ღონისძიება გორში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაგრძელდა. 5 ოქტომბერს ფესტივალს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც ღონისძიების ორგანიზატორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, ხოლო 6 ოქტომბერს სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობები ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. 12 ოქტომბერს ფესტივალის ღონისძიებები ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. ერთთვიანი პროგრამა 15 ოქტომბერს თელავში შემაჯამებელი ღონისძიებითა და ფესტივალის დახურვით დასრულდა, რომლის ორგანიზატორიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება გახდა. ამ შეხვედრის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ფესტივალში - „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის - 2026“ - ში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ აქტიური მონაწილეობა მიიღო

19.10.2026.13:41

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა