სასკოლო ფორმების პირველი პარტიები უკვე საქართველოსკენ დაიძრა და 15 სექტემბრისთვის პირველკლასელები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი - გივი მიქანაძე
სოციალური თანასწორობიდან გამომდინარე, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შემოგვაქვს სასკოლო ფორმები, რომელთა პირველი პარტიები უკვე საქართველოსკენ დაიძრა და 15 სექტემბრისთვის პირველკლასელები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილნი - განაცხადა გადაცემა Business Insider Georgia-ში გივი მიქანაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.
,,პირველი სემესტრის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად დანარჩენი კლასები, მეექვსე კლასის ჩათვლით საჯარო სკოლები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასკოლო ფორმით. ჩვენ დღეს - ხვალ ბრძანებით დავამტკიცებთ სასკოლო ფორმების ტარიფებს, რომელიც იქნება გაცილებით დაბალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი არამარტო კერძო სკოლების სასკოლო ფორმებთან, არამედ იმ დანახარჯებთან შედარებით რომლის გაწევაც თითოეულ ოჯახს ბავშვის სასკოლო ჩაცმულობისთვის უწევთ. ასევე, ახალი სასწავლო წლიდან ჩვენ გვექნება საგაკვეთილო პროცესში მობილურებით სარგებლობის შეზღუდვის კომპონენტი, რისი ბრძანებაც მე უკვე დავამტკიცე და შესაბამისად, იქნება სპეციალური უსაფრთხო ყუთები, სადაც ბავშვები გაკვეთილების დროს განათავსებენ მობილურებს - ისინი მაქსიმალურად უნდა იყვნენ კონცენტრირებული სასწავლო პროცესზე", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენ დღეს, ხვალ ბრძანებით დავამტკიცებთ სასკოლო ფორმების ტარიფებს, რომელიც იქნება გაცილებით დაბალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი - გივი მიქანაძე
24.07.2026.11:37