მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა

news image
mbc image

„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ ერთი დასტურია. გულითადად ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი მეცნიერები მონაწილეობენ ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო ინიციატივაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, ინოვაციური კვლევების ხელშეწყობასა და საქართველოს ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ემსახურება. ეს წარმატება ნათლად აჩვენებს, რომ ქართულ მეცნიერებას აქვს როგორც ინტელექტუალური რესურსი, ისე საერთაშორისო კონკურენციისთვის აუცილებელი პროფესიული შესაძლებლობები“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემი9კოსი დავით გურგენიძე აცხადებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის - „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) - ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის, WARIE-ის, განხორციელებაში მონაწილეობს. პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება და განხორციელების ვადა ოთხი წელია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების განვითარებას, სამეცნიერო სრულყოფილების ხელშეწყობასა და ევროპულ კვლევით სივრცესთან ინტეგრაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ოფიციალური გახსნა და პირველი სამუშაო შეხვედრა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, WARIE - „ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამეცნიერო სრულყოფილების მისაღწევად“ (Widening AI Research and Innovation for Excellence in the Eastern Partnership) - დაფინანსებულია 2025 წლის „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ევროპული სრულყოფილების ინიციატივის (European Excellence Initiative) ფარგლებში. ოთხწლიანი საერთაშორისო პროექტის კოორდინატორია სომხეთის ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტი. კონსორციუმი აერთიანებს 13 წამყვან სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებას სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან და შვედეთიდან. საქართველოდან პროექტში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის წარმომადგენლობით, და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ორდღიანი ღონისძიება ოფიციალურად გახსნა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა. გახსნის ცერემონიაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რეგიონისა და ევროპის წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების აუცილებლობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობდა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი გია შარვაშვილიც, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროექტის გახსნის ღონისძიებასა და პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, და სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე. შეხვედრის ფარგლებში კონსორციუმის წევრებმა განიხილეს პროექტის ძირითადი ამოცანები, სამუშაო მიმართულებები, განხორციელების მექანიზმები და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევითი შესაძლებლობების გაერთიანებას, ევროპული სამეცნიერო ცენტრების გამოცდილების გაზიარებასა და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის კოორდინირებულ განხორციელებას.

როგორც პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა აღნიშნა, WARIE პროექტში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაფართოებლად და ევროპულ კვლევით პროგრამებში უნივერსიტეტის პოზიციების გასაძლიერებლად.

„WARIE-ის ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო მისი განხორციელების ვადა ოთხი წელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ თანმიმდევრულად ფართოვდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის კოორდინატორობითა და პარტნიორობით გაფორმდა სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ევროა. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა და საერთაშორისო პარტნიორული კავშირები ხელს უწყობს როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს მონაწილეობის გაძლიერებას ევროპულ კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში“, - განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, WARIE პროექტის სტრატეგიული მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის - სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის - სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება და ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

„მეცნიერებისა და განათლების განვითარება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ხელისუფლების მხარდაჭერა, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის განსაკუთრებული ყურადღება და თანმიმდევრული პოზიცია ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ქართული მეცნიერების გაძლიერებისთვის, სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებისა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის გაფართოებისთვის.

გვესმის, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დიდწილად სწორედ მეცნიერებაზე, ცოდნასა და ინოვაციებზეა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაძლიეროთ კვლევითი გარემო, შევქმნათ ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ახალი შესაძლებლობები და ქართული სამეცნიერო სკოლები საერთაშორისო მასშტაბით უფრო მეტად წარმოვაჩინოთ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს ამ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, WARIE პროექტში მათი მონაწილეობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის უნივერსიტეტს, გააძლიერებს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო პოზიციებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებაში“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მონაწილეობა WARIE პროექტში ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობისა და ევროპულ საგრანტო პროგრამებში ჩართულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაფორმებული სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონ ევროს შეადგენს, ადასტურებს ინსტიტუტის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს მასშტაბურ საერთაშორისო კვლევით ინიციატივებში და საკუთარი სამეცნიერო რესურსი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას მოახმაროს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13.11.2026.12:47

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სამთო ტექნიკის წამყვან მომწოდებელ კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ (Borusan Cat Georgia) და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას, სამთო ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას და მაღალკვალიფიციური, თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებას.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, „ბორუსან კატ საქართველოს“ დირექტორმა ნიჰათ ბერქ ოზთურქმა და „RMG“-ის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა, წარმოადგენს აკადემიური სექტორისა და ინდუსტრიის წარმომადგენელთა ერთობლივ ინიციატივას, რომლის ძირითადი ამოცანაა საგანმანათლებლო პროცესის პრაქტიკულ საწარმოო გამოცდილებასთან დაახლოება და სამთო დარგში პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თეორიული ცოდნის, სიმულაციური სწავლებისა და უშუალო საწარმოო პრაქტიკის ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირებას.

„მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სწავლების პროცესის უშუალოდ საწარმოო გარემოში გაგრძელება. „RMG“-ის საწარმოო ტერიტორიაზე დაგეგმილია ინსტრუქტაჟისა და პრაქტიკული მეცადინეობების ორგანიზება, რაც სასწავლო პროცესს რეალურ სამუშაო გამოცდილებასთან დააკავშირებს. სტუდენტებსა და გადამზადების პროგრამებში ჩართულ სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკულად გაეცნონ სამთო-მოპოვებითი საქმიანობის სპეციფიკას, მძიმე ტექნიკის ექსპლუატაციის პირობებსა და საწარმოო პროცესების ორგანიზების თანამედროვე მიდგომებს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთობლივი პროგრამების შემუშავებას. მხარეები ითანამშრომლებენ სასწავლო კურსებისა და მეთოდური რესურსების შექმნის მიმართულებით, რომლებიც განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის, არამედ ინჟინრების, ტექნიკური ზედამხედველებისა და სერვისის პერსონალისთვისაც. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროფესიული მიმართულების წარმომადგენელთა კომპეტენციების სისტემურ განვითარებას და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიწოდებას. თანამშრომლობის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, Borusan Cat-ის ტექნიკური ექსპერტები და „RMG“-ის პრაქტიკოსი სპეციალისტები. მათი ერთობლივი საქმიანობა გამოცდილების გაზიარებას, დარგის აქტუალური საჭიროებების იდენტიფიცირებასა და პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომების განვითარებას დაეფუძნება. ამასთანავე, დაგეგმილია მასტერკლასების, ტექნიკური დემონსტრაციების, გამოყენებითი კვლევებისა და საპილოტე პროექტების განხორციელება, რაც უნივერსიტეტსა და საწარმოო სექტორს შორის ცოდნისა და ტექნოლოგიური გამოცდილების გაცვლის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტს, „ბორუსან კატ საქართველოსა“ და „RMG“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, ისე სამთო მრეწველობის ტექნოლოგიური მოდერნიზაციის თვალსაზრისით. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, აკადემიური ცოდნის, ტექნიკური ექსპერტიზისა და საწარმოო გამოცდილების გაერთიანება ქმნის საფუძველს, რომ სასწავლო პროგრამები უფრო მეტად დაუახლოვდეს ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებს, ხოლო მომზადებული სპეციალისტების პროფესიული კომპეტენციები თანამედროვე სამუშაო გარემოს საჭიროებებს შეესაბამებოდეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განათლების, მეცნიერებისა და რეალური ეკონომიკური სექტორის ურთიერთკავშირის გაძლიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უნივერსიტეტში მიღებული აკადემიური ცოდნა მაქსიმალურად დავუახლოვოთ თანამედროვე საწარმოო პროცესებს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის გაფორმებული სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც პროფესიული განათლების, პრაქტიკული სწავლებისა და დარგობრივი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. მიმაჩნია, რომ აღნიშნული თანამშრომლობის განსაკუთრებული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ სამი განსხვავებული, თუმცა ურთიერთშემავსებელი მიმართულების მქონე ინსტიტუცია ერთიან საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სივრცეს ქმნის. უნივერსიტეტს აქვს აკადემიური, სამეცნიერო და საინჟინრო განათლების მრავალწლიანი გამოცდილება, „ბორუსან კატ საქართველო“, როგორც Caterpillar-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ფლობს მძიმე ტექნიკის, თანამედროვე საინჟინრო სისტემებისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო „RMG“ წარმოადგენს რეალურ საწარმოო გარემოს, სადაც სამთო-მოპოვებითი საქმიანობა, თანამედროვე ტექნოლოგიები, საინჟინრო პროცესები და უსაფრთხოების სტანდარტები ყოველდღიურ პრაქტიკაში ხორციელდება. ამ სამი კომპეტენციის გაერთიანება საშუალებას გვაძლევს, სტუდენტებსა და მოქმედ სპეციალისტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ მისი პრაქტიკაში გამოყენების სრულყოფილი შესაძლებლობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობა ახალი მიმართულება არ არის. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ საწარმოო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა საინჟინრო განათლება მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი იყოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია უნივერსიტეტისა და „RMG“-ის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ინიციატივა განხორციელდა. თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2017 წლიდან ვითარდება და მოიცავს საინჟინრო მიმართულების სტუდენტების მხარდაჭერას, სტაჟირებას, სტიპენდიებს, პროფესიულ მომზადებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს განვითარებას. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნიკური და პროგრამული რესურსებით არის აღჭურვილი. ცენტრის განვითარებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ სამთო-გეოლოგიური მოდელირების, სასარგებლო წიაღისეულის რესურსების შეფასებისა და გეოტექნიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებს. ახალი მემორანდუმი ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო ფართო და პრაქტიკულ განზომილებას სძენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბორუსან კატ საქართველოს“ ჩართულობა, რადგან თანამედროვე სამთო ინდუსტრია წარმოუდგენელია მაღალტექნოლოგიური მძიმე ტექნიკის, მისი მართვის, ტექნიკური მომსახურებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის სათანადო ცოდნის გარეშე. Caterpillar-ის ტექნიკა მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება სამთო-მოპოვებით და სხვა მძიმე ინდუსტრიებში, შესაბამისად, ამ ტექნოლოგიების შესწავლა სტუდენტებს საერთაშორისო პრაქტიკასთან და თანამედროვე საინჟინრო მიდგომებთან დააკავშირებს“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა