სტუ-ის სტუდენტები და პროფესორები, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ესტუმრნენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრები და საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. მონაწილეებმა ყურადღება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლასა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თქმით, კვირიკეს ეკლესიაში ჩატარდა სამუშაო პროცესი, რომლის ფარგლებშიც არქიტექტურისა და არქეოლოგიის მიმართულებების სტუდენტებმა და პროფესორებმა ძეგლის ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. როგორც ასოცირებული პროფესორი თამარ ჭანტურია აცხადებს, ლექცია-სემინარებზე განხილეს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, ქართული საეკლესიო არქიტექტურისა და კულტურული ძეგლების კვლევისა და შენარჩუნების საკითხები.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უკვე ერთი წელია მიმდინარეობს ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ეძღვნება საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროექტში სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა არქიტექტურის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ბესარიონ ტატიშვილი. ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი თამარ ჩუბინიძე და სახვითი ხელოვნების მიმართულების პროფესორი მაია სეხნიაშვილი. ჯგუფში არქეოლოგიის მიმართულების ოთხი და არქიტექტურის მიმართულების ხუთი სტუდენტი იყო. ასეთი შემადგენლობა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა სწორედ არქიტექტურის, ხელოვნებისა და არქეოლოგიის მიმართულებების ურთიერთთანამშრომლობას მოითხოვს.
ვიზიტის ფარგლებში კვირიკეს ეკლესიაში ჩატარებულმა სამუშაომ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ ადგილზე გაცნობოდნენ ძეგლის ისტორიულ და არქიტექტურულ თავისებურებებს. განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ლექცია-სემინარებიც, სადაც პროფესორებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ისაუბრეს ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის, საეკლესიო არქიტექტურისა და არქეოლოგიური კვლევების მნიშვნელობაზე. მსგავსი ფორმატის შეხვედრები სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გამოცდილება, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებაში აუცილებლად დაეხმარებათ“, - აცხადებს თამარ ჭანტურია.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული საეკლესიო არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო შესწავლას. ამ თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაც გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული სასულიერო არქიტექტურის ისტორიული მნიშვნელობისა და მისი თანამედროვე გარემოში დაცვის საკითხების განხილვა იყო.
სხვა სიახლეები

09.09.2026.14:09