მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სტუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „გახდი მეწარმე“ გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილოების ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე - „გახდი მეწარმე“ გაიმართა. ლექცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს. შეხვედრის მიზანს სტუდენტებში სამეწარმეო აზროვნების განვითარება, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება და მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ბარქაია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ჯაბა ჯამაგიძე, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა ახალაშვილი და მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მესხი.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული ინფორმაცია ბიზნესის წამოწყების, სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციისა და ამ პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ.

„როდესაც სტუდენტს ბიზნესის დაწყების სურვილი უჩნდება, ხშირად არ იცის, საიდან დაიწყოს, რა პროცედურები უნდა გაიაროს და ვის მიმართოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი შეხვედრა. გვინდა, ახალგაზრდებმა მხოლოდ ბიზნესის იდეაზე კი არ იფიქრონ, არამედ იცოდნენ, როგორ აქციონ ეს იდეა რეალურ საქმიანობად. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან უშუალო საუბარი მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ პასუხები პრაქტიკულ კითხვებზე და უკეთ დაინახონ ის შესაძლებლობები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას უკავშირდება. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებსა და პროფესიულ გარემოს შორის ასეთი პირდაპირი კავშირი არსებობდეს“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნატო ქათამაძის თქმით, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპზევე გაეცნონ სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკულ მხარეს, გაიაზრონ საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელების გზები და მიიღონ ინფორმაცია იმ სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ, რომელთა გავლაც ბიზნესის დასაწყებად არის საჭირო. მისი განცხადებით, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ პრაქტიკოსებისგან მიიღონ ინფორმაცია და უკეთ მოემზადონ პროფესიული საქმიანობისთვის.

სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებზე, მეწარმის სტატუსსა და საქმიანობის დაწყებისთვის აუცილებელ საკითხებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატშიც წარიმართა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა

27.11.2026.22:11

რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.

ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.

კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.

IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა